ტაივანის პარლამენტმა გეი ქორწინებას მხარი დაუჭირა, რითაც აზიაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირი სქესის მქონე პირების ქორწინება ლეგალურია.

პარლამენტმა გადაწყვეტილება 2017 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიიღო, რომელმაც დაადგინა, რომ გეი ქორწინება კანონიერია. ხელისუფლებას საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ორწლიანი ვადა ჰქონდა.

აღნიშნული ცვლილება პარლამენტმ იმის მიუხედავად მიიღო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდა.