ისრაელი დღეს ისევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო, რადგან ამჯერად თელ-ავივში ევროვიზია 2019-ის მეორე ნახევარ ფინალი გაიმართა.

უკვე ცნობილია იმ იღბლიანი ქვეყნების ჩამონათვალიც, რომელთა წარმომადგენლებიც ფინალურ კონცერტზე იმღერებენ.

ფინალში მოხვდნენ რუსეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, შვედეთის, აზერბაიჯანის, დანიის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და მალტას წარმომადგენლები.

ასევე ფინალში არიან საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი ავსტრალია, ისლანდია, სან მარინო, სლოვენია, მასპინძელი ისრაელი და ხუთი დამფუძნებელი ქვეყანა — დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი.

ფინალური შოუ კი 18 მაისს გაიმართება, სადაც უკვე წლევანდელი გამარჯვებულისა და მომავალი მასპინძელი ქვეყნის ვინაობაც გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ევროვიზია 2019-ის პირველ ნახევარფინალში შთამბეჭდავი ნომრით გამოსვლისა, საქართველოს წარმომადგენელმა, ოთო ნემსაძემ მაყურებლისა და ჟიურის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და შესაბამისად, ფინალშიც ვერ მოხვდა.