ნეირომეცნიერები: ლეონარდო და ვინჩი ნახატებს სხვადასხვა განზომილებაში ქმნიდა
რენესანსის ხელოვნების ანალიზის მიხედვით, ლეონარდო და ვინჩის შესაძლოა ექსოტროპია ჰქონოდა, რაც სიელმეს ნიშნავს. ეს დაავადება შეიძლება მიზეზი იყოს იმისა, თუ როგორ ხატავდა ხელოვანი 2-3 განზომილებიან სივრცეში ერთდროულად.
და ვინჩი ამ საკითხში მარტო არ არის. იგივე ხერხს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუმიზნებლად მიმართავდნენ რემბრანდტი და პიკასო.
კვლევა
ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა, კრისტოფერ ტაილერმა რენესანსის ხელოვნების ექვს ნამუშევარი შეისწავლა, რაც ასევე მოიცავდა ლეონარდოს ნახატებსაც. მისი შემოქმედების შემხედვარე მან ნახატებთან ის ტექნიკა გამოიყენა, რასაც ოფთალმოლოგები საკუთარ პაციენტებთან იყენებენ. სწორედ აქ დაადგინა პროფესორმა, რომ ხელოვანი ელამი იყო.
როგორ დაეხმარა ლეონარდო და ვინჩის მხატვრობაში სიელმე?
შირა რობინსი, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის პროფესორია, ამ პროექტში ჩართული არ იყო, თუმცა The Washington Post-თან აღნიშნა, თუ როგორ აღიქვამენ ელამი ადამიანები სამყაროს:
"ზოგჯერ ისინი მხოლოდ ცალ თვალს იყენებენ... მათ უვითარდებათ სხვა სიგნალები, რითიც სრულიად სხვაგვარად აღიქვამენ სამყაროს, მისი სინათლისა და ჩრდილების მონაცვლეობას. ადამიანები, რომლებსაც ორივე თვალი ჯანმრთელი აქვთ, ამას ვერ აფასებენ, რადგან ასე უბრალოდ ვერ ხედავენ".
რობინსი ეთანხმება იმას, რომ თუ ნახატები აკურატულადაა შესწავლილი, მაშინ ლეონარდოს მართლაც ექსოთროპია სჭირდა. სწორედ ეს ეხმარებოდა მხატვარს ფოკუსირებასა და კონცენტრაციაში. როგორც ტაილერი ასკვნის, და ვინჩის თავისივე ნებითვე შეეძლო სამყაროს 2-განზომილებიანი ან 3-განზომილებიანი სივრციდან აღქმა. ეს კი, ალბათ, მხატვრის სუპერძალადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ და ვინჩი ელამი რომ არ ყოფილიყო, გენიალურ ნახატებს ვერ შექმნიდა?
არანაირად. ადამიანები, რომლებსაც ექსოთროპია სჭირთ, ძირითადად, სამყაროს აღსაქმელად ერთ თვალს იყენებენ, რაც მათ სიღრმისეულ აღქმაში ხელს უშლის. თუმცა ლეონარდო და ვინჩიმ ეს სინდრომი სწორედ იმისთვის გამოიყენა, რომ უკეთესად გაეგო, როგორ გადაეყვანა სამ-განზომილებიანი სივრცის ობიექტები ორ-განზომილებიან სივრცეში - ტილოზე. შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი მისი გენიალური და უნიკალური შუქ-ჩრდილებისა, რომელიც ყველა ნახატს თან სდევს.
და ვინჩი, ხელოვანის გარდა, გამომგონებელიც იყო. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საფრენი აპარატების შექმნაში, რაზეც ზეგავლენა მისი მხედველობის პრობლემას სრულიად არ ჰქონია.
როგორ ვასკვნით ამას? ის ხომ 500 წლის წინ გარდაიცვალა?
ხანდახან, ფრთხილად უნდა ვიყოთ, სანამ რამდენიმე საუკუნის წინ მცხოვრებ ადამიანზე ვისაუბრებთ. ამ შემთხვევაში, ამ ყველაფერს ერთი პრობლემა ემატება, ის, რომ ნახატები, რომლებზეც წესით ლეონარდო და ვინჩია, ზუსტი შეიძლება არც იყოს. ანუ მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, და ვინჩი როგორ გამოიყურებოდა.
მაგალითად, ერთ-ერთი ქანდაკება, რომელიც იტალიელ მხატვარს, ანდრეა დელ ვეროკიოს ეკუთვნის, წესით ახალგაზრდა ლეონარდო და ვინჩისაა. თუმცა, რეალურად ყოველი სურათი მის შემდეგ მტკიცებაზეა აგებული: "სული ხელოვანის მკლავს მეგზურობას უწევს, სწორედ ასე გამოხატავს იგი საკუთარ თავს ყველაზე კარგად".
ტაილერი ამბობს, რომ პორტრეტები, რომლებიც და ვინჩის დახატულია, ძალიან ჰგავს იმ ნახატებს, სადაც წესით თვითონაა გამოსახული. ძირითადად, მსგავსებები სახის ნაკვთებსა და თმაში შეინიშნება. ეს უფრო არეალურებს იმ იდეას, რომ ხელოვანმა თავისივე გარეგნობა მის ნამუშევრებში გამოიყენა, მხედველობის პრობლემასთან ერთად.
ლეონარდო და ვინჩი, ისტორიის მანძილზე კვლავ ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად რჩება. თუ მას ექსოტროპია ჰქონდა, ეს მხოლოდ მისივე ნიჭისთვის იყო მომგებიანი.
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
კომენტარები