და ჩვენ ვიცეკვეთ – ჩვენი თავგადასავალი კინტაურიდან ბასიანამდე
2013 წლის 17 მაისს თბილისში დარბეული გეი აღლუმის თემით ინსპირირებული კინოსურათი დღეს კანის კინოფესტივალის იმ სექციაში უჩვენეს, რომელშიც სხვადახვა დროს მონაწილეობდნენ რაინე ვერნერ ფასბინდერი, აკი კაურისმიაკი, ჟან პიერ და ლუკ დარდენები. გასულ წელს კი Director’s Fortnight-ის გამარჯვებული გასპარ ნოეს გახმაურებული კლიმაქსი გახდა.
ქართულ-შვედური ფილმი და ჩვენ ვიცეკვეთ შვედეთში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორის ლევან აკინის სურათია. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამა, არა მხოლოდ მეწყვილეების, არამედ ყველა ჩვენგანის ამბავს ყვება: ჩვენი თავგადასავალი კინტაურიდან ბასიანამდე.
მერაბი (ლევან გელბახიანი) ქართული ცეკვის ანსამბლში მარის (ანა ჯავახიშვილი) მეწყვილე და შეყვარებულია. რეპეტიციების შემდეგ ის რესტორანში მიმტანად მუშაობს, რომ სახლში საჭირო ფული მიიტანოს. მერაბის ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც ანსამბლში ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი) მოდის. ირაკლი მერაბის მეტოქე ხდება. მეტოქეობა ერთმანეთთან მიზიდულობაში გადაიზრდება. საბოლოოდ კი თამამი სასიყვარულო სცენები წინწყაროს, სადღეგრძელოების და ქვევრის ფონზე ვითარდება.
ტრადიციული ქართული ცეკვა, რომელიც, მასწავლებლის თქმით, სექსუალურობასა და სინაზეს გამორიცხავს, ტრადიციული ქართული სუფრა, რომელიც მხოლოდ სადღეგრძელოში მოიაზრებს პრობლემის არსის შესახებ საუბარს (რუსეთი რომ ოკუპანტია), უკიდურესი სოციალური ფონი, როდესაც თანხის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან ოჯახები, - ეს მოვლენების გააზრების ერთი ფენაა. მეორე კი იმ ახალგაზრდების სცენებია, რომლებიც საკუთარი თავის, როლისა და სურვილების გამორკვევაში არიან და არსებულ რუტინულ უძრაობას კლუბებში და ერთმანეთის სახლებში ემალებიან.
ესაა ფილმი მსხვერპლის შესახებ. მსხვერპლია გუნდი, ყველა ერთად, რადგან გამიჯნურებულ ბიჭს თავდასხმის მოგერიება უწევს, მისი ყოფილ შეყვარებული მარი, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსონაჟია ფილმში, რეალობას ეგუება და, ტკივილის მიუხედავად, თანაგრძნობის უნარს იჩენს. მსხვერპლია ცეკვის მასწავლებელიც, რადგან ტრადიციად ასაღებს ფსევდო ტრადიციას, მსხვერპლია ლევანის ძმა, რომელსაც ცოლის შერთვა უწევს. ესაა ჩვენი კოლექტიური ტკივილები, რომლებიც გამორიცხავს სიტყვას თავისუფლებას და მას სუროგატით, ტყუილით ანაცვლებს.
იუმორით გამყარებულ ქართული ცეკვის რომანსს (მსახიობებმა სამ თვეში ისწავლეს ქართული ცეკვა), აუდიტორიამ მხურვალე აპლოდისმენტებით უპასუხა. მაყურებელი კითხვა-პასუხის ნაწილში მადლობას უხდიდა შემქმნელებს შესანიშნავი ნამუშევრის გამო.
რაც შეეხება ფრაგმენტულ კლიშეებს, რომლებიც ქართველი მაყურებლისთვის შესამჩნევი და საგრძნობია, ისინი ერთგვარად სქოლიოს ფუნციას ასრულებენ და დამატებით ინფორმაციას იძლევიან ჩვენი ისტორიისა თუ ტრადიციების შესახებ.
დიდი ალბათობით, სწორედ ამ "ტრადიციების" სახელით გააკრიტიკებენ ლევან აკინის კინოსურათს სამშობლოში.
რა გამოხმაურებაც არ უნდა მოჰყვეს ფილმს საქართველოში, პრემიერის ემოციებს ვერაფერი ჩაანაცვლებს: მაყურებელი ცრემლმორეულია, ფილმი 25 კინოსურათს შორის გამარჯვებისთვის იბრძვის, ჟურნალი SCREEN-ის დღევანდელი ნომრის ყდაზე კი ქართულ-შვედური ფილმის პოსტერია.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები