არასრულწლოვანი ბიჭი პოლიციას ძალადობასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს
არასრულწლოვანი ბიჭი ბოლნისის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს. შემთხვევა ბოლნისში მიმდინარე წლის 13 თებერვალს მოხდა.
ბიჭი ყვება, რომ პოლიციელები მისგან ბოლნისის ერთ-ერთი მაღაზიის ქურდობის აღიარებას, მოპარული ნივთების ნაწილის ადგილსამყოფელისა და თანამზრახველის დასახელებას ითხოვდნენ. როგორც ის ამბობს, ამის გამო სამართალდამცავები მას სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მოზარდის თქმით, პოლიციის განყოფილებაში თავიდან მას, სავარაუდოდ, პოლიციის უფროსი სცემდა, შემდეგ კი ის წავიდა და სხვა პირები სცემდნენ. გარდა ამისა, ბიჭი ამბობს, რომ "ბოთლზე დასმით" ემუქრებოდნენ, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი ხელი მოიტეხა.
"როდესაც ეს მითხრეს, ერთ-ერთი ადამიანი მეორე ოთახში გავიდა და გამოიტანა ბოთლი... მოვიდნენ და მეჯიკავებოდნენ, რომ სკამიდან ავეყენებინე... შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი. ხელი მომტყდა, არავის სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ, გვატყუებსო", — ყვება არასრულწლოვანი.
ბიჭის თქმით, როდესაც პირებმა დაინახეს, რომ ხელი მოტეხილი ჰქონდა, შეეშინდათ და გაიქცნენ:
"ერთ-ერთი დარჩა, რომელმაც წამიყვანა და გზაში მაგინებდა, მირტყამდა მოტეხილ ხელში. როდესაც შევიდა საავადმყოფოში, მშობლების გარეშე არ მივიღებთო და ეს გამწარებული რომ ჩაჯდა მანქანაში, აი, რა დამმართეო, შენ გამო უნდა ვირბინოთ და ფული უნდა გადავყაროთო მეუბნებოდა. რაც ახლა იმათ გითხრეს და ვერ გააკეთეს, ახლა მე რომ მიგიყვანო, გაგაუპატიურებთ და ვიდეოსაც გადავიღებთო... რაღაც წამალი იყო, მაგას დავლევთო, ისე შენთან ვერ მოვალო", — ყვება მოზარდი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ამ საქმეზე ორი პოლიციელი უკვე გათავისუფლებულია. პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული წამების ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. არასრულწლოვანი პროკურატურამ დაზარალებულად უკვე სცნო.
უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, რომ არასრულწლოვნის მშობლებმა შემთხვევის შესახებ ერთი თვის შემდეგ განაცხადეს, რის გამოც მტკიცებულებების ამოღება ვერ მოხერხდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ დაუდგენიათ, თუ ვინ სცემა ბავშვი.
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
კომენტარები