რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშების ნაწილი გაიფიცა. როგორც ქარხნის მარკეტინგის მენეჯერმა, სალომე იასეშვილმა On.ge-ს უთხრა, გაფიცულები სამცვლიანი რეჟიმიდან ოთხცვლიან რეჟიმზე გადასვლასა და ხელფასის მომატებას ითხოვენ.

მისივე თქმით, 50-მდე მუშაა გაფიცული და ქარხნის მუშაობა არ შეფერხებულა. იასეშვილის განმარტებით, ქარხნის ადმინისტრაცია მუშებს შეხვდა და მოსაფიქრებლად ერთი დღე ითხოვა.