ჩინეთში Wikipedia სრულად დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-სთან ვიკიმედიას ფონდმა დაადასტურა. ფონდის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლებისგან ვებგვერდის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

2015 წელს ქვეყანაში ვიკიპედია მხოლოდ ჩინურ ენაზე იყო დაბლოკილი. OONI-ს პროექტის მიხედვით, რომელიც ქსელში ბლოკირებას აკვირდება, აპრილის თვიდან ჩინეთში დაბლოკვა სხვა ენებზე ვიკი-ენციკლოპედიის დაბლოკვა სხვა ენებზეც დაიწყო.

ჩინეთში ვიკიპედიას გარდა ხელმიუწვდომელია Google, Facebook და LinkedIn. 2017 წელს ვიკიპედია აიკრძალა თურქეთში.