სიფრთხილე გმართებთ! წინ სპოილერებია!

ფოტო: HBO

Game Of Thrones-ის მეხუთე სერიაში სერიალის 2 ყველაზე მნიშვნელოვან პერსონაჟთან მოგვიწია დამშვიდობება. სერსეი და ჯეიმი ლანისტერები, არც მეტი, არც ნაკლები წითელი სასახლის აგურებმა იმსხვერპლეს. დედოფალს თავზე ჩამოეშალა ის, რის გამოც უამრავი მსხვერპლი გაიღო. ჯეიმი ლანისტერმა კი სიცოცხლე ისე დაასრულა, როგორც სურდა "საყვარელი ქალის მკლავებში".

ფანებისთვის ამ მომენტის ნახვა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა არანაკლებ რთული აღმოჩნდა ის მსახიობებისთვისაც. ჯეიმის როლის შემსრულებელმა, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ სერსეის როლის შემსრულებელს, ლინა ჰიდის ემოციური პოსტი მიუძღვნა.

"შენ ხარ საუკეთესო, ყველაზე ტკბილი, მშვენიერი და სხვა დედისგან. მხიარული ათწლეული იყო", — წერს მსახიობი და ინსტაგრამზე სახალისო ფოტოებს აქვეყნებს.

მორიგი სასაცილო ფოტო გამოაქვეყნა ლინა ჰიდიმაც და დაწერა, რომ ნიკოლაი ძალიან უყვარს.