პარტნიორის კონტენტი

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე – რას ნიშნავს ინიციატივა საქართველოსთვის?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობა?

პირველი, რაც მეგობრებთან ან კოლეგებთან ევროკავშირზე საუბრისას გვახსენდება, უვიზო რეჟიმის შემოღებაა. მაგრამ, ეს ხომ ყველაფერი არ არის: ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განსაკუთრებით გაღრმავდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ. სავიზო რეჟიმის გამარტივება, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ არის ასევე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად სამართლის უზენაესობა, მმართველობის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარება.

ვიკიპედიის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან. "აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ხელი შეუწყოს ვაჭრობის, ეკონომიკური სტრატეგიის, სამოგზაურო ხელშეკრულებების და სხვა საკითხების მოგვარებას ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის". მაგრამ რა არის ეს შეთანხმება რეალურად? რა სარგებელს იღებენ მისგან ჩვეულებრივი მოქალაქეები? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად პროექტმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო შეაგროვა ფაქტები და სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც განმარტავს, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველო ევროკავშირთან და რა გავლენას ახდენს ეს ურთიერთობა მოქალაქეების ცხოვრებაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობა აერთიანებს ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს - აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას. პარტნიორები ბოლო ათი წელია, თანამშრომლობენ ამ ქვეყნებში დემოკრატიის, კეთილდღეობის და სტაბილურობის საერთო სივრცის შესაქმნელად. რეალობაში ეს ნიშნავს, უფრო ძლიერ ეკონომიკას და სახელმწიფო ორგანიზაციებს, ნდობის მაღალ მაჩვენებელს, სუფთა გარემოს და უსაფრთხო და უწყვეტ ენერგომომარაგებას, ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობა არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, თუმცა ის აახლოებს ქვეყნებს ევროკავშირთან მათი სურვილის შესაბამისად.

რატომ არის დაინტერესებული ევროკავშირი ამ პარტნიორობით? რატომ უნდა დახარჯოს ევროკავშირმა გადასახადის გადამხდელთა ფული სხვა ქვეყნების დასახმარებლად?

ფოტო: Jorg Gruele

ევროკავშირს ნათელი ინტერესი აქვს: სტაბილური, დაცული და წარმატებული მეზობლები ევროკავშირის სტაბილურობის, დაცულობის და კეთილდღეობის წინაპირობაა - "ჩვენ უნდა მოვახდინოთ სტაბილურობის ექსპორტი… არასტაბილურობის იმპორტის თავიდან ასაცილებლად", - ამბობს იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის დახმარებით, საქართველოს და ევროკავშირს წვდომა აქვთ ახალ ბაზრებსა და მომხმარებლებზე, რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები; ასეთი შეთანხმების ერთ-ერთი მაგალითია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე". პარტნიორობა ასევე ხელს უწყობს ახალ ბაზრებზე წვდომას ტურიზმის განვითარებისთვის და გვთავაზობს შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის. ევროკავშირის და საქართველოს ახალგაზრდებისთვის დღეს უფრო მარტივია გამოცდილების გაზიარება, მოგზაურობა და ურთიერთობა.

დავუშვათ, ევროკავშირი გამოყოფს თანხებს, მაგრამ ამოწმებს ვინმე, სად და როგორ იხარჯება ეს ფული?

ფოტო: Shutterstock

ევროკავშირის ფინანსების ხარჯვა ყოველთვის გადის მკაცრ, უწყვეტ შემოწმებას. კონტროლის და აუდიტის არსებული პროცედურები მაქსიმალურად აფასებს დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას და შედეგებს. გარდა ამისა, წარმოებს მკაცრი ფინანსური აუდიტი თანხების სათანადო ხარჯვის კონტროლის მიზნით. მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარების დროს ფულის გაცემა ხდება მხოლოდ მაშინ, თუ შესრულებულია ყველა პირობა, მათ შორის ანგარიშგებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი არ გამოყოფს დაფინანსებას მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ ყველა საჭირო პირობა დაკმაყოფილებულია.

ევროკავშირის და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების, მათ შორის საქართველოსთვის, კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამიტომ ძალიან ბევრი კეთდება კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის და ეფექტური საჯარო ადმინისტრაციის მხარდასაჭერად.

ევროპული ფინანსების დანიშნულების მიხედვით ხარჯვა აძლიერებს თითოეული პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკას და საზოგადოებას და რეალური სარგებელი მოაქვს ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

რა კონკრეტულ სარგებელს იღებს საქართველო?

ფოტო: იური იგნატოვი

ევროკავშირი საქართველოს უმთავრესი პარტნიორია. ამ პარტნიორობის საფუძველია ასოცირების შეთანხმება და შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რომლებიც ძალაში შევიდა 2016 წელს.

ეს ნიშნავს, რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში იზრდება და მისი წილი ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში 27%-ზე მეტია. ევროკავშირი ეხმარება კერძო სექტორს. კერძოდ, 63,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ, მიკროსაწარმომ და ფერმერმა მიიღო სესხი; 1600-მა ფერმერულმა კოოპერატივმა მიიღო ფინანსური და ტექნიკური დახმარება, ხოლო 250,000-ზე მეტ ფერმერს ჩაუტარდა სხავადასხვა ტრენინგი .

ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა მთავრობის იურიდიული დახმარების სამსახური 20 ოფისით მთელ ქვეყანაში, რომელმაც დღემდე უფასო დახმარება 330,000-ზე მეტ ადამიანს გაუწია. ევროკავშირის დახმარებით ტრენინგი გაიარა 5,000-ზე მეტმა მოსამართლემ და იურისტმა, პოლიციის გამომძიებელმა, სახალხო დამცველმა და ადვოკატმა. ევროკავშირმა ხელი შეუწყო 44 სამთავრობო სათემო ცენტრის შექმნას პატარა ქალაქებში და სოფლებში, რის შედეგად ძნელად მისადგომ ტერიტორიებზე მცხოვრებ 90,000-ზე მეტ მოქალაქეს შეუძლია ადგილზე ისარგებლოს საჯარო და საბანკო სამსახურებით, ინტერნეტით და ბიბლიოთეკით.

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს სამოგზაურო, სასწავლო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს: 2017 წლის მარტში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ევროკავშირში იმოგზაურა 300,000-ზე მეტმა ადამიანმა საქართველოდან, ხოლო 6,000-მდე სტუდენტს და მასწავლებელს მიეცა ევროკავშირში სწავლის და სწავლების საშუალება გაცვლითი პროგრამის ერაზმუს + საშუალებით.

რას ნიშნავს ეს ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის?

ფოტო: თბილისის მერია

ყველა ეს შესაძლებლობა შენთვისაც ხელმისაწვდომია! ეს კარგად ჩანს კონკრეტული ადამიანების მაგალითებზე.

ირინე გლოველი - მას შემდეგ რაც პროგრამის ქალები ბიზნესში საშუალებით ევროკავშირი ირინეს საინჟინრო კომპანიას დაეხმარა, კომპანიის მოგება 7.5%-ით გაიზარდა.

ნათია, საკუთარი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი: ევროკავშირის პროგრამამ ნათიას და მის ბავშვებს დროებითი თავშესაფარი და ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზა, ხელი შეუწყო ახალი უნარების ათვისებასა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში.

ბექა ბერიაშვილმა მიიღო სტიპენდია პროგრამისგან ერაზმუს+ და შედეგად შეისწავლა მარკეტინგი რუმინეთში. ახლა ის თბილისში, კერძო კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს. "აქ დამსაქმებლები ბევრად უფრო მეტად აფასებენ უცხოეთში მიღებულ განათლებას ადგილობრივთან შედარებით", ამბობს ბექა.

ევროკავშირის მხარდაჭერით მიღებული სესხით თბილისის მოქალაქეები ქალაქში მგზავრობისათვის 150 ახალ ეკოლოგიურ ავტობუსს იყენებენ. ეს ავტობუსები ამცირებს ტრანსპორტის ნაკადს, მავნე გამონაბოლქვს და აუმჯობესებს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს.

სად შეიძლება ვნახო ეს შესაძლებლობები?

ფოტო: Shutterstock

EU Neighbours ვებგვერდი აქვეყნებს ინფორმაციას ევროკავშირში არსებული ყველა ახალი შესაძლებლობის შესახებ. ეს საკითხები მრავალფეროვანია, მაგ.: ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავეთა სასწავლო მივლინება ფინეთში, სტაჟირება ევროპარლამენტში, ენერგოეფექტურობის ინიციატივების და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება, ასევე სემინარი მცირე ბიზნესისთვის ექსპორტის საკითხებზე. თქვენ შეძლებთ ყველა ამ შესაძლებლობის მოძიებას ევროკავშირის სამეზობლოს ვებგვერდის სპეციალურ ნაწილში.

თუ გაქვთ მცირე ბიზნესი, ან მეწარმე ხართ, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ტრენინგისა და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობა ინიციატივის EU4Business ვებგვერდზე, ხოლო გაცვლით და საგანმანათლებლო პროგრამებში დაინტერესებული ახალგაზრდები გაეცანით პროგრამის ერაზმუს + ეროვნულ ოფისს საქართველოში.

გარდა ამისა, თვალი მიადევნეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდს, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია სამსახურის და დაფინანსების, მოგზაურობის და სწავლის შესახებ.

10 წელი თანამშრომლობიდან: რა იქნება შემდეგ?

ფოტო: Adam Convey

გასული ათი წლის განმავლობაში ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების საქმიანობამ შედეგი გამოიღო - განვითარდა ვაჭრობა, მობილობა და ეკონომიკა, გაუმჯობესდა ცხოვრების ხარისხი.

მაგრამ პარტნიორობა ამით არ ამოიწურება; ევროკავშირს და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს მომავალი წლისთვის დასახული აქვთ 20 ძირითადი მიზანი, რომელთა მისაღწევად გრძელდება ენერგიული თანამშრომლობა შემდეგ სფეროებში: კარგი მმართველობა, ეკონომიკის განვითარება, ენერგეტიკა, გარემო და ტრანსპორტი, ძლიერი საზოგადოება, გენდერული თანასწორობა, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. ეს მიზნები ცნობილია, როგორც 20 შედეგი 2020 წლისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი

ქართველი გულშემატკივრების ის თაობა, ვინც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთთან ერთად გავიზარდეთ, ამ დღეს 30 წელი…