ოპტიმალური იყო, რომ ფილარმონია სიმფონიურ ორკესტრს გადასცემოდა — ქობულია
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ ყველაზე ობიექტური და ოპტიმალური იყო, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს გადასცემოდა. მისივე თქმით, კერძო სექტორმა დარბაზი ვერ აამუშავა.
"ეს არ არის პრეტენზია კერძო კომპანიასთან, რომელიც ოპერირებას აწარმოებდა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ტიპის საკონცერტო დარბაზების მართვა კერძო სექტორის მიერ უბრალოდ წარმოუდგენლად რთულია. ასეთი ტიპის დარბაზები არის სახელმწიფოსი ან დოტირებული. ამერიკაშიც რომ გადახედოთ, იქაც არ არის ბევრი და ჩვენთან დაბალი შესაძლებლობის ქვეყანაში რა ბილეთი უნდა გაიყიდოს ისეთი, რომ კომერციულმა სექტორმა ეს ამუშაოს. ამიტომაც ჩემი აზრით, კომერციულმა სექტორმა ვერ შეძლო ამის სათანადოდ მართვა", — განაცხადა ქობულიამ,
მისი აზრით, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი იყო და დარბაზი სამართავად გადასცემოდა სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც კულტურის სამინისტროს სსიპ-ია. ქობულია ამბობს, რომ სიმფონიურ ორკესტრს "შესანიშნავი" ხედავ ჰქონდა, თუმცა ეს ის საკითხი იყო, რომელიც გუნდის სხვა წევრებმა არ გაიზიარეს:
"მგონი, დღესაც დაკიდებული საკითხია".
ფილარმონიის მართვასთან დაკავშირებით საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დარბაზის მმართველ კერძო კომპანიას შპს ინტერნეიშენალ ივენთს სახელმწიფოს მიმართ 3 115 146 ლარისა და 177 102 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება. მაშინ ინფორმაცია გაჟღერდა, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვდა, რაც ქონების მართვის სააგენტომ არ დაადასტურა.
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ითხოვა, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სამართავად სსიპ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს გადასცემოდა. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ წლებია ორკესტრს მუდმივი შენობა არ გააჩნია.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები