საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Tbilisi Waterfall აშენდება
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ორთაჭალაში 17-სართულიანი, 164-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. პროექტს კომპანია RRestate ახორციელებს.
ორთაჭალაში, კომპანიის საკუთრებაში არსებული 13 500კმ.მ-ის მიწის ნაკვეთზე სასტუმრო აშენდება 1000 კვ.მ-ზე, დანარჩენი ტერიტორია კი დაეთმობა პარკის გაშენებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სასტუმროში განთავსდება 2 რესტორანი, კლუბი, 2 საკონფერენციო დარბაზი და 2 ბარი. სასტუმროს გამოარჩევს ხელოვნური ჩანჩქერი რომლის სიგანე 13 მეტრია, რაც ხელოვნურ ჩანჩქერებს შორის ყველაზე განიერია.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქს კიდევ ერთი მწვანე, მაღალი სტანდარტების სასტუმრო შეემატება. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობა და მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერა. სასტუმროს გამოარჩევს ორიგინალური კონცეფცია და აუზი 15-ე სართულის ხედით. სასტუმროს მშენებლობაში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 3 მილიონამდე დოლარს შეადგენს", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
"მოხარული ვართ რომ შედგა თანამშრომლობა ჩვენსა და საქართველოს ბანკს შორის პროექტის Tbilisi Waterfall განსახორციელებლად. თავად პროექტის იდეა გაჩნდა ემირატებში მიღებული გამოცდილებიდან, სადაც საინვესტიციო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა პროექტი რომელიც შეძლებდა საშუალოდ 15% წლიური მოგების მიღებას და ამ მხრივ უფრო საინტერესო წინადადება გვექნებოდა მსოფლიო ბაზარზე. ამისათვის შევქმენით საპროექტო კომპანია კიევში, გაყიდვების კომპანია ემირატებში და სამშენებლო კომპანია თბილისში, შედეგად ბოლო 1 წლის განმავლობაში შევძელით მოგვეზიდა 12 მილიონი აშშ დოლარამდე ინვესტიცია 50-მდე სხვადასხვა ინვესტორისაგან. ვფიქრობთ ამ კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი კომპანიაც მომავალში აპირებს ამ კუთხით განვითარებას", — განაცხადა RRestate-ის დამფუძნებელმა, რევაზ თურმანიძემ.
ინფორმაციისთვის, სასტუმროს კონცეფციაში ინოვაციას წარმოადგენს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სტუმრებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი რეგისტრაციის და გასაღების გარეშე, სმარტფონით გააღონ ნომრის საკეტი. სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია ჭკვიანი სახლის პრინციპით, თანამედროვე მოწყობილობების საშუალებით სტუმრები შეძლებენ მართონ ნომერში არსებული ტექნიკა, (ტელევიზორი, მოუსმინონ მუსიკას) დაარეგულირონ ოთახისა და წყლის ტემპერატურა, ჩამოაფარონ და გახსნან ფარდები, შეუკვეთონ საკვები და ა.შ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები