სულ რამდენიმე წუთის წინ ნეტფლიქსმა Black Mirror-ის მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა. მასში მონაწილეობენ Avengers: Endgame-ის მსახიობი ენტონი მეკი, აკვამენის იაია აბდულ-მატინი, მომღერალი მაილი საირუსი და პროფესორი მორიატრის შემსრულებელი შერლოკიდან, ენდრიუ სკოტი.

"ეს ცუდი დროა? დაბნეულები ჩანხართ", — ასე დაანონსდა ტრეილერი ტვიტერზე 10 წუთით ადრე.

"უნდა გცოდნოდათ, რომ ამის დრო დადგებოდა".

გამომდინარე იქიდან, რომ შავი სარკე ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო, ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რას შემოგვთავაზებენ მისი შემქმნელები მეხუთე ნაწილში.

თუმცა, შოუს ერთ-ერთმა შემქმნელმა ჩარლი ბრუკერმა 2019 წლის დასაწყისში თქვა, ძალადობრივი და ნეგატიური აქცენტები მეხუთე ნაწილში შედარებით ნაკლები იქნება.

Black Mirror-ის ახალ სეზონში სამი სერია იქნება და ის ნეტფლიქსზე 5 ივნისს გამოვა.