ლუი ვიტონი მომავლის ხელჩანთებზე ეკრანების დამონტაჟებას გეგმავს. აქსესუარი თაჩსქრინით მან კრუიზი 2020-ის კოლექციის ჩვენებისას ნიუ-იორკში, ჯონ ფიცჯერალდ კენედის აეროპორტში წარადგინა.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ჩანთებზე ახალი მექანიზმი მხოლოდ თვალისმომჭრელი დანამატი არ არის, მას თავისი ფუნქციები აქვს, მაგალითად ბრაუზერი, რაც აქსესუარს უფრო ეგზოტიკურს ხდის.

ფოტო: Louis Vuitton

ე.წ. FlexPai-ის მოწყობილობა კომპანია Royole-ს ეკუთვნის, რომელიც პირველი ასეთი "დაკეცილი" სმარტფონია მსოფლიოში. თუ FlexPai-ის შესახებ არაფერი გსმენიათ, არაუშავს. როგორც The Verge-ის რედაქტორი, ვლად სავოვი ამბობს, მან სცადა ამ სმარტფონის გამოყენება, თუმცა ის "თვალისმომჭრელად საშინელი" აღმოჩნდა დაბალი ხარისხის გამო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამოსს ან ჩანთას ტექნოლოგიური მექანიზმი უმაგრდება. წლევანდელ CES-ზე კომპანია Royole-ს საკუთარი საფულე და ხელჩანთა ჰქონდა წარდგენილი.

ფოტო: Vlad Savov / The Verge

სწორედ იმიტომ, რომ ჩანთებზე სმარტფონების დამონტაჟება ახალი გამოგონებაა, კარგადაც იყიდება, რაც, თავის მხრივ, ლუი ვიტონისთვისაც მომგებიანია.

ფოტო: Louis Vuitton