საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში, წინა წელთან შედარებით, რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 24.3 %-ით გაიზარდა. სულ რუსეთიდან 222.7 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც საერთო რაოდენობის 21.4%-ს შეადგენს.

საქასტატის განცხადებით, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 292.9 ათასი პირი, აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით მეტია.

ფოტო: საქსტატი