თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირი რეაბილიტაციისთვის თვის ბოლოდან ეტაპობრივად გადაიკეტება. მისივე თქმით, გამზირის მიწისქვეშა კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაშია.

"ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, რომ ერთ დღეს შეიძლება, მოძრავი ავტომობილი მიწის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან ისე არის დაზიანებული, მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა", — განაცხადა მერმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირი ეტაპობრივად გადაიკეტება, რათა პარალიზება არ მოხდეს. კალაძის განმარტებით, პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პიქსელის შენობამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

გარდა ამისა, მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე საფეხმავლო ბილიკები, დაყენდება ახალი განათებები, დაიწყება გამწვანებითი სამუშაოები და გაკეთდება საავტობუსო ზოლები