ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ირანთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს და სურს, რომ ირანმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიაროს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს ირანთან ურთიერთობის დალაგება. გვსურს, რომ საბოლოოდ, ირანმა სამხრეთ ოსეთი აღიაროს. ეს ოსებისთვის ნათესაურად ახლო სახელმწიფოა. ჩვენი ენა ენების ინდო-ირანულ ჯგუფს განეკუთვნება. რა თქმა უნდა, მოგვინდებოდა ირანთან ურთიერთობის დალაგება. უფრო მეტიც, ასეთი მცდელობები და კონკრეტული ნაბიჯები იდგმება", — განაცხადა ანატოლი ბიბილოვი.

გარდა ამისა, ბიბილოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების დამყარება არის შესაძლებელი.