გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავს და N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენებას ითხოვს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბეჭდები სამაგიდო სიებთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე უნდა გაიცეს. რუსთავი 2-თან ის აცხადებს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი არჩევნების მოპარვას ცდილობს. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თბილისიდან ახალი ბეჭდები გაგზავნოს.

"იმ ბეჭდებით, რომელიც ახლაც გატაცებულია და როგორც ჩანს სხვადასხვა უბნის კომისიის თავმჯდომარეს სახლებში აქვთ წაღებული, ამ ბეჭდებით არჩევნები არ ჩატარდება. ასევე, უნდა მოხდეს მირანდა მესხის გადაყენება", — განაცხადა ბოკუჩავამ.

ამ ეტაპისთვის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ცესკოში On.ge-ს განუცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში განცხადებას გაავრცელებენ.

19 მაისს ზუგდიდში მერობის არჩევნები ჩატარდე