საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრნიუსთან განაცხადა, რომ არ ესმის რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი ბრექსიტთან დაკავშირებით.

"ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვესმის, არის ის თუ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი [ბრექსიტთან დაკავშირებით]. ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით მათ მიერ დატოვებული ადგილის დაკავებით", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც პრეზიდენტი ევროკავშირში დიდი ბარიტანეთის მიერ "დატოვებული ადგილის დაკავებაზე" საუბრობს. Bloomberg-თან ინტევიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ ბრექსიტი საქართველოს შანსია ევროკავშირში გაწევრებისთვის:

"ჩვენ ამ სიტუაციას ვხედავთ იმ განზრახვით, რომ აქედან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ... ლოგიკურია, რომ ქვეყანას, რომელიც სტაბილურად წინ მიდის და სურს ევროპა, ვერ მოეპყრობი იმ ქვეყანაზე ნაკლებად, რომელიც დროდადრო მას შორდება".