სტატია მოიცავს სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონის მეხუთე სერიიდან სპოილერებს. ასე რომ, თუ მისი მშვიდ გარემოში ყურება გსურთ, კითხვა აღარ განაგრძოთ.

ფოტო: HBO

ბოლო სერიაში ვნახეთ განრისხებული დაენერის ტარგარიენი, რომელიც მასობრივი მჟლეტავის როლში მოგვევლინა. ის მშობლები კი, რომლებმაც შვილებს დრაკონების დედის სახელი დაარქვეს, საშინელ დღეში ჩაცვივდნენ.

მაგალითად, 2017 წელს დიდ ბრიტანეთში კჰალისი 343 ბავშვს დაარქვეს. GOT-ის გამოსვლის შემდეგ კი, ის რაც დეინერისისთვის ტიტულია, აშშ-ში უკვე 3500-ზე მეტ ბავშვს ჰქვია.

ამ რიცხვში არ შედიან ისინი, რომელთა სახელებიც გამოითქმის როგორც კჰალისი, მაგრამ სახელის მართლწერისას სხვადასხვა ვარიაციებია გამოყენებული.

შოუს ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი გმირი, მონების გამათავისუფლებელი და დრაკონების დედა დაენერის ტარგარიენი GOT-ის ფინალურ სეზონში მოულოდნელად ტირანის როლში მოგვევლინა, რომელმაც უამრავი ადამიანი უმიზეზოდ გაჟლიტა. მის რადიკალურ ცვლილებას შოუს პროდიუსერები პერსონაჟის მარტოსულობითა და ცუდი გამოცდილებებით ხსნიან.

ტვიერის მომხმარებლების ნაწილი ფიქრობს, რომ იმ მშობლებმა, რომლებმაც აწ უკვე "შეშლილ დედოფლად" წოდებული დაენერისის სახელი შეარჩიეს, შვილებს ბოდიში უნდა მოუხადონ, ან სახელი გადაარქვან.

"შოკში ვარ. იმედგაცრუებული დავრჩი იმის ნახვით, თუ როგორ გამოიყენა მან ძალაუფლება. ეს არ იყო კარგი", — უთხრა ერთ-ერთმა მშობელმა The Daily Beast-ს.

ამერიკაში შოუს მეხუთე სერიის გასვლისას დედის დღე აღინიშნებოდა, სწორედ ეს დამთხვევა გააშარჟა ერთ-ერთმა ტვიტერის მომხმარებელმა:

"ყველა მშობელს, რომელმაც შვილს დაენერისი ან ხალესი დაარქვა, დედის დღეს ვულოცავ".