ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში დღეს, 14 მაისს მოხდა, როდესაც ტელეკომპანია ოდიშის გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა. ტელეკომპანია ოდიშის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიულად განწყობილი პირები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებნენ სანდრა რულოვსსა და ჟურნალისტებს.