Twin Peaks-ისა და 60-იანი წლების სერიალის The Mod Squad მსახიობი პეგი ლიპტონი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი სიმსივნით იყო დაავადებული. ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მის გვერდით იყვენენ. ინფორმაცია პეგის შვილებმა, რაშიდა და კიდადა ჯოუნსებმა გაავრცელეს:

"გულგატეხილები ვართ დედის გარდაცვალებით. ჩვენთვის განსაკუთრებული იყო ყველა ის მომენტი, რომელიც მის გვერდით გავატარეთ. ჩვენთვის პეგი ყოველთვის იქნება კაშკაშა სინათლე, ის მუდამ ჩვენს ნაწილად დარჩება".

ლიპტონი 1974 წელს მუსიკალურ პროდიუსერზე, ქუინსი ჯონსზე დაქორწინდა. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ. წყვილი 1989 წელს განქორწინდა.

დევიდ ლინჩის მიერ გადაღებულ სერიალში Twin Peaks პეგი ლიპტონი ნორმა ჯენინგის პერსონაჟს ანსახიერებდა, სწორედ ამ როლით შეიყვარა ის უამრავმა ადამიანმა.