კულტურის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარის თქმამდე თემატიკაზე დამირეკა — გეი ბიჭებზე ფილმის პროდიუსერი
გეი სიყვარულზე გადაღებული ახალი ქართული ფილმის, And Then We Denced პროდიუსერი, ქეთი დანელია ამბობს, რომ კულტურის სამინისტროსთან კანში ჯგუფის გასამგზავრებლად თანხის მიცემაზე ზეპირი შეთანხმება ჰქონდათ, თუმცა, შემდეგ უარი უთხრეს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
პროდიუსერის თქმით, ამის მიზეზად სამინისტროში განმარტეს, რომ "თანხის გამოყოფასა და ჩარიცხვას" ვეღარ ასწრებდნენ. ის ამბობს, რომ ფილმის ტრეილერის გამოქვეყნების შემდეგ სამინისტროდან დაურეკეს და ფილმის თემატიკაზე ჰკითხეს. დანელია აცხადებს, რომ სამინისტროს წარმომადგენელი დაინტერესდა, "ნამდვილად ჩოხებში ცეკვავდნენ თუ არა გეი ბიჭები".
"უბრალო ინტერესად ჩავთვალე. მეორე, დღეს კი მითხრეს, რომ იმ 2 500 ლარსაც ვეღარ მაძლევენ. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან მწყდება გული. ნახევარი ჯგუფი ჩაიხსნა, ვისაც უნდა წარედგინა ფილმი პრემიერაზე, რადგან საქართველოდან გასამგზავრებელი თანხა ვერ ვიშოვეთ. რომ არა ჩემი პარტნიორების და ჩემი პირადი თანხა მცირე ჯგუფითაც ვერ წავიდოდით ფესტივალზე", — ამბობს პროდიუსერი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, სამგზავრო გრანტებს არ გასცემენ, ვინაიდან "ხელოვანთა მობილობის" პროგრამა ხორციელდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მიერ საკონკურსო შერჩევის გზით. გარდა ამისა, სამინისტრო განმარტავს, რომ ხელოვანისთვის სამგზავრო გრანტს გასცემს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, რომელმაც თავის მხრივ უზრუნველყო კანის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად შემოქმედებითი ჯგუფის 6 წევრის დაფინანსება.
"საპროდიუსერო კომპანიამ თეიქს ფილმმა სთხოვა სამინისტროს კიდევ დამატებით გამოეყო 2500 ლარი. ვინაიდან საკითხი ეხებოდა "ა" კლასის, პრესტიჟულ ფესტივალში ფილმის მონაწილეობის საკითხს, სამინისტრომ თხოვნით მიმართა კინოცენტრს წარმოედგინა დაზუსტებული ინფორმაცია ფილმის ფესტივალში მონაწილეობისა და მისი მხრიდან დაფინანსების შესახებ.
კინოცენტრმა სამინისტროს მომართა 7 მაისს თხოვნით, განეხილა დამატებითი რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა. ფესტივალზე შემოქმედებითი ჯგუფის გასამგზავრებლად დარჩენილი იყო 5 სამუშაო დღე, რაც არასაკმარისია პროექტის დაფინანსების განსახილველად და დადგენილი პროცედურების განსახორციელებლად", — განუცხადა სამინისტრომ On.ge-ს.
16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.
აღწერაში ვკითხულობთ: "მერაბი ქართული ცეკვის ეროვნულ ანსამბლში მოსახვედრად მეწყვილესთან, მარისთან ერთად უკვე წლებია, ემზადება. მისი სამყარო მოულოდნელად იცვლება, როცა საცეკვაო დარბაზში ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი ჩნდება, რომელიც მისი მთავარი მეტოქე/სურვილის ობიექტი ხდება. არსებულ კონსერვატიულ გარემოში მერაბს რისკზე წასვლა უწევს".
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
კომენტარები