შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში დღეს, 14 მაისს მოხდა, როდესაც ტელეკომპანია ოდიშის გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიულად განწყობილი პირები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სანდრა რულოვსსა და ჟურნალისტებს.