ამერიკული როკ-ჯგუფი 30 Seconds To Mars საქართველოში, Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს. ბილეთების გაყიდვა საიტებზე TKT.ge და Eventer.ge 20 მაისს დაიწყება და ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.

30 Seconds to Mars 1998 წელს შეიქმნა. მათი პირველი სტუდიური ალბომი 30 Seconds to 2002 წელს გამოვიდა და იგივე სახელი ერქვა, რაც ჯგუფს. 2005 წელს მათ გამოსცეს ალბომები A Beautiful Lie, რომელიც ერთ-ერთი ყვეალზე წარმატებული ალბომი გახდა მათ კარიერაში.

უკვე ცნობილია, რომ წელს არენას სტუმრები იქნებიან Black Eyed Peas და ჯესი ჯეი. Black Sea Arena 2019 წლის საკურორტო სეზონის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტისა და ღონისძიების ჩატარებაში 6,5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.