პსპ ჯგუფი ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკების ქსელის შეძენას გეგმავს. ეს ინფორმაცია დღეს, 14 აპრილს პსპ ჯგუფში დაადასტურეს.

"ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჯეო ჰოსპიტალსის მენეჯმენტთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილავთ ჯეო ჰოსპიტალსის ქსელში არსებული კლინიკების 20 მილიონ ევროდ შეძენას და უახლოეს მომავალში ამის შესახებ უფრო დეტალურად ვაცნობებთ საზოგადოებას", — აცხადებენ პსპ ჯგუფში.

ჯეო ჰოსპიტალსი კლინიკების ქსელია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკები საქართველოს 5 რეგიონშია განთავსებული: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.