როგორ დავიცვათ შვილები ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან
ბავშვებზე სოციალური მედიის მავნე ზემოქმედების საკითხი მტკინვეულ პრობლემად იქცა. საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც მშობლებს შეუძლიათ, დაარეგულირონ, თუ რას ნახავენ და რამდენ ხანს გაატარებენ ინტერნეტში მათი შვილები.
ბრძოლა ინტერნეტში გატარებული დროის შესამცირებლად ბევრი მშობლისთვის ყოველდღიურობადაა ქცეული.
მოზარდები საათობით იმყოფებიან ინსტაგრამზე, ითვლიან მათი ფოტოების ქვეშ დაგროვებულ მოწონებებს და ხშირად კიბერ-ბულინგის ობიექტებიც ხდებიან; ერთობიან ვიდეო-თამაშებით, შეპყრობილებივით უყურებენ გავლენიან იუთუბერებს ან WhatsApp-ის სხვადასხვა სამეგობრო ჯგუფში ატარებენ დროს.
როგორ შეგვიძლია დავიცვათ ისინი საზიანო მასალის ნახვისგან?
პროგრამა, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში არსებულ მასალას ფილტრავს, დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ მშობლების უმეტესობას მისი გამოყენებისთვის საჭირო ტექნიკური ცოდნა არ გააჩნდათ. ამასთან, მისით რომ გესარგებლა, შვილებს თავიანთი პაროლები უნდა გაემხილათ, ეს კი კონფლიქტის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო.
მაგრამ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ახალი თაობის ციფრული ფილტრები, რომლებიც მშობლებს მეტი კონტროლის შესაძლებლობას გამარტივებული ფორმით ჰპირდება.
აი, რამდენიმე მათგანი: Circle with Disney, Koala Safe, Ikydz. მათი შემქნელები ამტკიცებენ, რომ სმარტფონში ჩაწერილ აპლიკაციაზე თითის რამდენიმე დაჭერით სახლში არსებული ყველა ციფრული მოწყობილობა თქვენი კონტროლის ქვეშ მოექცევა.
ეს ახალი ხელსაწყოები სახლში უკვე დაყენებულ ვაი-ფაის როუტერს უერთდება. მაგალითად, თუ Circle with Disney-ის აირჩევთ, ამ თეთრი კუბის ფორმის მოწყობილობის, - რომლის ვიზუალიც აშკარად Apple-ის დიზაინერული ხედვითაა შთაგონებული, - როუტერთან შეერთებისთანავე, დაინახავთ თქვენს ვაი-ფაისთან დაკავშირებულ ყველა ტელეფონს, ლეპტოპსა თუ პლანშეტს. თქვენ თითოეული მათგანის მრავალმხრივად კონტროლის შესაძლებლობა მოგეცემათ.
პროგრამის ნაკლი ისაა, რომ რთულია გაარკვიო, რომელი მოწყობილობა ვის ეკუთვნის. შედეგად, შეიძლება, შვილის სმარტფონის ნაცვლად, მეუღლის ტელეფონი დაბლოკოთ და დიდი გაუგებრობაც გამოიწვიოთ. მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად თქვენ თითოეული მოწყობილობის მისამართი - ცალკეული პროდუქტისთვის მინიჭებული ციფრებისა და ასოების უნიკალური ნაკრები - უნდა დაადგინოთ. ამის მერე თითოეული მათგანის მფლობელის იდენტიფიცირება აღარ გაგიჭირდებათ.
ამის შემდეგ შეძლებთ, ფილტრები ასაკის მიხედვით დააყენოთ. ასარჩევი ვარიანტებია: ბაღის ასაკის, დაწყებითი სკოლის მოსწავლე, თინეიჯერი, ზრდასრული ან არცერთი. იმის მიხედვი, თუ რომელ ვერსიას მიუთითებთ, დაიბლოკება კონკრეტული ინტერნეტ-რესურსები: ონლაინ კაზინოები, გაცნობის საიტები, სექსისა თუ ძალადობის სცენების შემცველი ვიდეოები და მოზარდთათვის შეუფერებელი სხვა მასალა.
აგრეთვე, შეძლებთ, დაბლოკოთ კონკრეტული აპლიკაციები და ვებ-გვერდები - იქნება ეს ფორტნაითი თუ - ინსტაგრამი. თქვენ გამოყენების დროის შეზღუდვაც შეგეძლებათ, ინტერნეტის დროებითი გათიშვაცა და ძილის დროის დაწესებაც.
ჩამოთვლილ ფუნქციათაგან უმრავლესობა ძველი თაობის გამფილტრავი პროგრამებითაც იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, დღეისათვის თავად ინტერნეტის მომწოდებლები, კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კომპანიები და ვებ-ბრაუზერები გვთავაზობენ საოჯახო მოხმარებისთვის განკუთვნილ მომსახურებას.
ტექნოლოგიების დახვეწის მიუხედავად, ისევ იგივე პრობლემები იჩენს თავს. რადგან პროგრამები შვილების ინტერნეტში ყოფნის ისტორიას მშობლებისთვის ასაჯაროებს, განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის პირადი სივრცის დარღვევის საკითხი აქტუალური რჩება. გამოსავალი, შესაძლოა, მათთვის იმის ახსნა იყოს, რომ გაკონტროლების მიზანს მათ საქმეებში ცხვირის ჩაყოფა კი არა, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
მართლაც, 2018 წელს ინტერნეტ-უსაფრთხოებაზე მომუშავე არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციის, Internet Matters-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 11-დან 16 წლის ასაკის მოზარდების 65 პროცენტი მშობლების მიერ ინტერნეტ-სივრცის კონტროლს ემხრობოდა.
ენ ლონგფილდი, ინგლისის ბავშვთა საკითხების რწმუნებული, მიიჩნევს, რომ შეზღუდვების დაწესება კარგი აღზრდის ნაწილია. "ინტერნეტი დიდებული რესურსია, მაგრამ მოზარდებისთვის ის, შეიძლება, ველურ დასავლეთად იქცეს. ბავშვის ღამით პარკში მარტო დატოვება ხომ არავისთვისაა კარგი იდეა", - ამბობს ის, - "ანალოგიურად, არ უნდა გვეგონოს, თითქოს, ყოველგვარი შეზღუდვისა და კონტროლის გარეშე ინტერნეტში ხეტიალი იქნება მათთვის უსაფრთხო".
თუმცა, გამფილტრავ მოწყობილობებს შეზღუდვებიც აქვს. ზოგიერთი მათგანი იმ მომენტიდან ვეღარ ბლოკავს არასასურველ მასალას, როგორც კი მოზარდი სახლიდან გავა და ტელეფონი სახლის ვაი-ფაის აღარ დაუკავშირდება. ეს პროგრამები არც მაშინ გამოგადგებათ, როცა შვილები, სახლიდან გაუსვლელად, ვაი-ფაის ნაცვლად მობილურის ინტერნეტით ისარგებლებენ.
"ამ ნაკლისგან თავის დასაღწევად, შეგვიძლია, ბავშვს პირველ მოწყობილობად Monqi-ს წარმოებული ტელეფონი ვუყიდოთ", - გვირჩევს Internet Matters-ის ციფრული განყოფილების უფროსი, ჟილეინ ბომბუსა. კომპანია Monqi სპეციალურად ბავშვებისთვის აწარმოებს ტელეფონებს და უკეთესი კონტროლის საშუალებასაც იძლევა.
"ან, თუკი კონკრეტული საიტების უსაფრთხოება გაფიქრებთ", - ურთავს ბომბუსა, - "შეგიძლიათ, ისეთი უფასო ფუნქციები გაააქტიუროთ, როგორიც, მაგალითად, გუგლის უსაფრთხო ძებნაა. თუ გსურთ, იუთუბსაც გადაიყვანთ შეზღუდულ ვერსიაზე".
კონტროლის კიდევ ერთი გზა ახალი თაობის მაღალსიჩქარიანი როუტერის ყიდვაა; ზოგიერთ მათგანში მაკონტროლებელი ფუნქციები წინასწარ არის ჩაწერილი.
ტექნიკაში უკეთესად გარკვეულ მშობლებს ჟურნალ Which? Computing-ის რედაქტორი, ქეით ბევანი, Open DNS-ის როუტერის დაყენებას ურჩევს. ამ მოწყობილობაზე არასასურველი მასალის დაბლოკვის ბაზისური ფუნქციები უფასოდაა ხელმისაწვდომი.
თუმცა, ბენ ჰალპერტი, რომელიც ამერიკული ორგანიზაციის, Savvy Cyber Kids-ის დამფუძნებელია, გვაფრთხილებს, რომ მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენება უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგვცემს.
"როდესაც ბავშვი გარკვეულ ასაკს აღწევს, თანატოლები აგებინებენ, ან თავად პოულობს მშობელთა კონტროლისგან თავის არიდების გზებს", - ამბობს ის, - "მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებთ; ის ბოლომდე ვერასოდეს უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენმა შვილმა აკრძალული მასალა არ ნახოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მასთან ნდობის ჩამოყალიბება და ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების მნიშვნელობაზე საუბარი".
მართლაც, ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ, როცა საქმე მოზარდების უსაფრთხოებას ეხება, განათლების მიცემა და ურთიერთშეთანხმება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც - პრობლემის ტექნოლოგიებით მოგვარება.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები