ერთჯერადი ამნისტია ან შეწყალება — ნარკოპოლიტიკის რეფორმის ჯგუფის მიმართვა ხელისუფლებას
ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერმა ჯგუფებმა პრესკონფერენცია გამარტეს და ხელისუფლებას მოუწოდეს გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტია ან შეწყალების მექანიზმი ნარკოდანაშაულზე დაკავებულების მიმართ.
არასამთავრობოების პოზიციით, ამ გზას საქართველოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებმა ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე უნდა მიმართოს.
"ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის პროცესი და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა წელიწადზე მეტია შეჩერებულია. გასული წლის მაისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა ხელისუფლებას არცერთი სამუშაო ფორმატი ამ საკითხის რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტისთვის არ გამოუყენებია", — განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგზე.
მათივე პოზიციით, პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდება დღემდე.
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ეპიზოდური გადაწყვეტილებებით ხერხდება. ხელისუფლება კი, თავს არიდებს სისტემური რეფორმის საკითხზე თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას.
"ჩვენთვის უცნობი რჩება ხელისუფლების პოზიცია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე", — აცხადებენ ისინი.
ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერმა ჯგუფმა ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა სტატისტიკური მონაცემებიც გამოაქვეყნა.
მათი ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს:
- სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3650 პირის მიმართ;
- ამავე პერიოდში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2825 პირის მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულების მიმართ ავტომატურად გამოყენებულია უფლებების ჩამორთმევის უსამართლო მექანიზმი;
- ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, 2018 წელს, შეფარდებული აქვს 633 ადამიანს;
- ამჟამად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება 5000-მდე ადამიანი;
- 2018 წლის ბოლო ექვს თვეში, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული/მსჯავრდებული 50-მდე ადამიანი შიმშილობდა მათ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნით.
"ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ნარკოპოლიტიკის სფეროში სისტემური და ძირეული ცვლილებების შეჩერების ფონზე, სახელმწიფომ მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმის გამოყენების თაობაზე, რომელიც უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული", — აცხადებენ არასამთავრობოები.
მათ თქმით, ამისთვის, საჭიროა, პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით, შექმნას სამუშაო ჯგუფი და გატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.
ორგანიზაციების მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას:
- დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მონაცემების შესწავლას და დამუშავებას;
- ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლების/პასუხისმგებლობის შემსუბუქების თაობაზე და ამისთვის გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმები.
ხელმომწერები:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- ღია საზოგადოების ფონდი;
- ალტერნატივა ჯორჯია;
- თეთრი ხმაურის მოძრაობა;
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის;
- საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი;
- ფენიქსი 2009;
- ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD);
- ახალი ვექტორი;
- ჰეპა+;
- კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC).
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები