საქართელოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზანის პროგრამა შედარებით ახალია, თუმცა მოკლე დროში საზოგადოებაში დიდი ინტერესი და ნდობა დაიმსახურა.

პროგრამამ უკვე დააარსა UG archiproject — საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი კომპანია, რომელიც მასშტაბურ არქიტექტურულ, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის პროექტებს, სტუდენტების აქტიური ჩართულობით ახორციელებს.

დეტალურად კომპანიის საქმიანობის შესახებ ნინო ლაღიძე, საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზანის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გვესაუბრა.

რა არის UG archiproject?

UG archiproject საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი არქიტექტურული და ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინზე მომუშავე კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული, როგორც საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული, ასევე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის მიმართულებით. ამის გარდა, ჩენთან დასაქმებული სტუდენტები თითოეულ განხორიცელებულ პროექტში საკუთარ ჰონორარსაც იღებენ, რაც დამატებითი მოტივაციაა მათთვის.

ვფიქრობ, დიდი პოტენციალი გვაქვს, გავხდეთ ერთ-ერთი წარმატებული კომპანია საქართველოში.

კომპანია ნებისმიერ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის აქრტიტექტურულ, ინტერიერულ და ექსტერიერულ მომსახურებს სთავაზობს. დამკვეთისგან მიღებულ შეკვეთებს კი სტუდენტები ახორციელებენ, რომლებსაც მენტორობას საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ლექტორები უწევენ.

რა შეგიძლიათ გვითხრათ უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ?

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელშიც ჩვენმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს იყო რემონტი ნანუკას შოუსთან ერთად, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მენტორ ლექტორებთან ერთად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში მცხოვრები ადამიანების ოთახების, სამზარეულოებისა და სააბაზანოების დიზაინზე ემუშავათ, რაც მათთვის დიდი გამოცდილებაა, გარდა ამისა სტუდენტებმა იმუშავეს UG ბაღის ინტერიერის დეკორზე; საქართველოს უნივერსიტეტის ფოიეებისა და აუდიტორიების დიზაინზე.

ამ ეტაპზე UG Archiproject-ში რამდენიმე პროექტზე მუშაობენ, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტისა და UG SCHOOL-ის ინტერიერზე და მარტყოფში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ და კონსტრუქციულ პროექტზე. გარდა ამისა, UG archiproject ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის დეტალებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.