თანასწორობის მოძრაობაში აცხადებენ, რომ სარეკლამო კომპანია ალმამ ჰომოფობიური მოტივით უარი უთხრა 17 მაისისთვის დამზადებული ბანერების განთავსებაზე. შეთანხმების მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლები On.ge-ს "შეხვედრაზე ყოფნის" მიზეზით ამ საკითხზე არ ესაუბრნენ, ალმას დირექტორმა, გიორგი ტრაპაიძემ კი თქვა, რომ კომენტარის მოცემა არ სურს.

სარეკლამო კომპანია ალმამ თანასწორობის მოძრაობას უარი უთხრა 17 მაისისთვის დამზადებული ბანერების გაკვრაზე. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომპანიას ჰომოფობიური მოტივი ჰქონდა.

"კომპანიამ უარის მოტივად დაასახელა ის, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდის ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებს გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას", — აცხადებენ თანასწორობის მოძრაობაში.

მათივე განმარტებით, გათვალისწინებული იყო მოსალოდნელი რისკები, თუმცა კომპანიას არ მოუთხოვია ბანერების დაზიანების შემთხვევაში თანხის დამატებით გადახდა. თანასწორობის მოძრაობა გეგმავს სასამართლოს მიმართოს და გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმი.

"ხელშეკრულების დადებამდე, სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს ბანერები 17 მაისს უკავშირდებოდა და მისი შინაარსი თანასწორობის მესიჯების შემცველი იქნებოდა, რომ აქციის გამართვის ნაცვლად ამ გზით გვსურდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია", — განმარტავენ თანასწორობის მოძრაობაში.

გთავაზობთ ბანერზე განსათავსებელ ტექსტებს

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა

ფოტო: თანასწორობის მოძროაბა