რას ნიშნავს, იყო "რეივერი" ტოკიოში?
იაპონია ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნო-პლატფორმას ქმნის. ელექტრონული მუსიკის განვითარება აქ 1970-იანი წლებიდან იწყება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლურმა კულტურამ იაპონიის ყოველდღიურობაში უამრავი რამ შეცვალა. თუმცა, მათთვის მიბაძვის ნაცვლად, იაპონური ტექნოს "გურუები" დღეს აბსოლუტურად სხვა ფორმის მუსიკას ქმნიან.
ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ტექნო ვერ იარსებებდა იაპონიაში საკმაოდ განვითარებული ელექტრონული ინდუსტრიის გარეშე. მაგალითად, Roland TR-303-ის გარეშე ეისიდ ჰაუსი არ იარსებებდა, ან, ტადაო კიკუმოტოს TR-909, ელექტრონული დრამის მოწყობილობა რომ არ შეექმნა, ჯეფ მილსი გენიალურ ტრეკებს ვერ შექმნიდა.
იაპონია, გარდა ტექნოლოგიური მიღწევებისა, იმითაა ცნობილი, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის ყველანაირი სახის სცენა გამოიარა ჯაზიდან, ჰიპ-ჰოპიდან დაწყებული ჰაუსითა და დისკოთი დამთავრებული. როგორც Once Upon A Time In Japan-ის კომპილაციის ავტორი, Alixkun ამბობს, ნაცვლად იმიტირებისა, იაპონელი არტისტები თავიანთ პირად ხასიათსა და "არომატს" ამატებენ კომპოზიციებს, რაც, საბოლოო ჯამში, უნიკალურ პლატფორმას ქმნის, რომელიც დასავლური და აზიური კულტურის ერთგვარი მიქსია.
ჰაუსამდე იაპონიაში ტექნო იყო. გვიანდელ 70-იანებში ჰარუმი ჰოსო, რუიჩი საკამოტო და იუკიჰირო ტაკაჰაში უკვე ატარებდნენ ექსპერიმენტებს ელექტრონულ ხმებზე. მათ ერთად მოუყარეს თავი ეგზოტიკურ ხმებსა და რობოტულ რითმებს, ფუტურისტულ სტილში, საბოლოოდ კი ასეთი შედეგი მიიღეს:
90-იანებში ელექტრონული მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრი გახდა. უამრავი პროდიუსერი გამოჩნდა. კენ იშიი პირველი იყო, რომლის ლეიბლმაც - Jelly Tones, ის ყველაზე მოთხოვნად დიჯეიდ აქცია.
რაც შეეხება დღევანდელობას, იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი დიჯეები ნობუ და ვატა იგარაში არიან.
იაპონიის ელექტრონული მუსიკის ისტორიის მიმოხილვასთან ერთად, თუ ოდესმე ტოკიოს ესტუმრებით და თან ღამის ცხოვრება გიყვართ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ჯადოსნური ქალაქის ხუთ ცნობილ კლუბს:
1. კლუბი "Vent"
კლუბი თავისი მინიმალისტური ინტერიერითა და ნეონის ნათურებით გამოირჩევა. ის ტოკიოში, მინატო-კუს რეგიონში მდებარეობს და 11-იდან დილის 6 საათმდეა ღია. ნეონის მინიმალური განათებები რომ არ ჩავთვალოთ, სივრცე საკმაოდ ბნელია, რაც გაცილებით თავისუფალსა და მისტიკურს ხდის გარემოს.
2. შინჯუკუს კლუბი "Womb"
ღამის კლუბი ტოკიოს ცენტრალურ უბანში, შინჯუკუში მდებარეობს. იგი იმითაა გამორჩეული, რომ ოთხ-სართულიანია. თითოეულ სართულზე სხვადასხვა სახის მუსიკა და სხვადასხვა სივრცეა, რაც გაცილებით მეტ პლურალიზმს სძენს მას.
3. კლუბი "A-Life"
კლუბი 3-სართულიანია, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ თითოეულ სართულზე სრულიად სხვა მუსიკას უკრავენ არტისტები. მეორე სართულზე ძირითადად, ჰიპ-ჰოპი ან რეგი იკვრება. რაც შეეხება პირველ სართულს, სივრცე ჰაუსის მუსიკას ეთმობა. გარდა საცეკვაო ადგილისა, უამრავი დასასვენებელი ჩამოსაჯდომია. თუმცა კლუბი სხვებთან შედარებით ძვირი ღირს — დაახლოებით $27.
4. კლუბი "Atom"
ამ კლუბის არსებობა უფრო მეტად ტრანსის ჟანრის მსმენელებს გაუხარდებათ. კლუბი შიბუაში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს და იქ შესვლა $13 ღირს.
5. კლუბი "Harlem"
კლუბი 1997 წელს გაიხსნა. ის იაპონელებისთის ე.წ. წმინდა ადგილია, რომელიც, ძირითადად, ჰიპ-ჰოპის ჟანრს ეფუძნება.
თუ ესტუმრებით ტოკიოსა და მისი ღამის ცხოვრების გაცნობას მოინდომებთ, არ დაგავიწყდეთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები