მომღერალსა და მსახიობს დორის დეის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორიცაა უბედური ჯეინი და ადამიანი, რომელმაც ბევრი იცოდა.

როგორც Doris Day Animal Foundation აცხადებს, ის ორშაბათს საკუთარ სახლში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო წლებში დაეწყო და პნევმონია ჰქონდა.

"მან მისი ბოლო წუთები ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარა", — ნათქვამია სტატიაში.

დორისი ოჰაიოში დაიბადა, ის გერმანელი ემიგრანტების მემკვიდრეა. ჰოლივუდის ვარსკვლავი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ის 1924 წელს დაიბადა, თუმცა ჩანაწერები იუწყებოდნენ, რომ მომღერალი 2 წლით დიდი იყო. 2018 წელს მისი დაბადების მოწმობა გამოაქვეყნეს, რათა მუდმივი კამათი დასრულებულიყო. მსახიობი არასწორი აღმოჩნდა, თუმცა ამაზე მხრები აიჩეჩა და თქვა, რომ მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრები იყო.

"არასდროს ვაქცევდი ყურადღებას დაბადების დღეებს", - აღნიშნა მან.

მამამისმა, რომელიც მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა, ოჯახი მიატოვა მაშინ, როცა მომავალი მომღერალი 12 წლის იყო. ჰოლივუდის ვარსკვლავი მხოლოდ დედამ აღზარდა.

ერთ-ერთი სცენა "უბედური ჯეინიდან"

ფოტო: theblondeatthefilm.com

დორის დეის მარტივი ცხოვრება არც მოგვიანებით ჰქონია. ის ერთ-ერთმა პარტნიორმა გაძარცვა, ხოლო ერთი — სცემდა. მისი შვილი განუკურნებელი კიბოსგან გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდეგ გადავიდა ის კალიფორნიაში საცხოვრებლად, გარშემო უამრავი ცხოველი ჰყავდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნავდა.

მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, მისი კარიერა თვალისმომჭრელი იყო. ის 1940-იან და 60-იან წლებში უამრავ კომედიაში, დრამასა და მიუზიკლებში თამაშობდა. მას თავისი სიტკომიც The Doris Day Show ჰქონდა, რაც CBS-ზე 1968 წლიდან 1973 წლამდე გადიოდა.

კარიერის განმავლობაში, დორის დეი ოქროს გლობუსით სხვადასხვა კატეგორიაში ექვსჯერ დაჯილდოვდა. 2004 წელს კი მას ჯორჯ ბუშმა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.

გაიხსენეთ დორის დეის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, Dream a little Dream of Me