Tbilisi Hills Golf & Residences ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში, რომლის ტერიტორიაზეც საერთაშორისო სტანდარტის 18-ფოსოიანი გოლფის მოედანია განთავსებული.

გარდა პროფესიონალი მოთამაშეებისა და ტურისტებისა, რომელიც მსოფლიოს გარშემო სწორედ გოლფის საუკეთესო მინდვრების მოსანახულებლად მოგზაურობენ, კომპლექსში განსაკუთრებულად ახალბედა მოთამაშეებსა და ბავშვებს ელოდებიან.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ბიზნესია, არამედ ჩვენ ვზრუნავთ ბავშვების განათლებაზე, საქართველოში გოლფის კულტურის დამკვიდრებასა და ასევე, ტურიზმზე", – ამბობს პროექტის ინვესტორი, ოლეგ ოსინოვსკი.

იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს გოლფით, Tbilisi Hills Golf & Residences-მა მასშტაბური სარეკლამო კამპანიაც წამოიწყო.

ამასთან, შეიქმნა სპეციალური კურსი დამწყებთათვის, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მოთამაშის ინტერესებს. Green Card Course 3-დღიანი გოლფის გაცნობითი კურსია, რომელიც ჯამში 10 საათს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში, დამწყები მოთამაშეები, გოლფის პროფესიონალ ინსტრუქტორებთან ერთად, შეისწავლიან თამაშის ძირითად წესებსა და პრინციპებს.

სპეციალურად ამ კურსისთვის თბილისი ჰილსში მოიწვიეს ინგლისელი პროფესიონალი ინსტრუქტორი საიმონ ჰილი, რაც კურსში მონაწილეობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ ორი თვის განმავლობაში ესტუმრონ კომპლექსს და ითამაშონ უფასოდ, რისთვისაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო აღჭურვილობით და ასევე შეძლებენ ისარგებლონ ხუთი უფასო ჯგუფური გაკვეთილით.

გარდა სპორტული ინვენტარისა, გოლფის მოთამაშეებს "დრეს კოდის" დაცვაც ევალებათ. თბილ ამინდში ეს არის პოლოს ტიპის მაისური, ნაჭრის შარვალი ან მუხლამდე შორტი და სპორტული ფეხსაცმელი. პროფესიონალური ინვენტარის შეძენა კომპლექსში განთავსებულ მაღაზიაშიც არის შესაძლებელი.

სასწავლო კურსით სარგებლობისთვის აუცილებელია, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ელ.ფოსტის საშუალებით [email protected] ან დაუკავშირდით ნომერზე — 995 591 040 447