"ღირს არს ჭეშმარიტად" და სხვა ღონისძიებები — რაში დაიხარჯა წილხვდომილობისთვის გამოყოფილი თანხა
საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან, 12 მაისთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა მოიწონა და სარეზერვო ფონდიდან ათასობით ლარიც გამოუყო.
ამ გეგმის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები დაიგეგმა. ზოგიერთი ღონისძიება ერთჯერადია და უკვე ჩატარდა. ზოგიერთი კი დღეების, კვირის ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
მთავრობის განკარგულებით, 480 ათასი ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო, 141 600 ლარი — საქართველოს საპატრიარქომ, 73 ათასი ლარი კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სულ სარეზერვო ფონდიდან 893 940 ლარი გამოიყო, აქედან 696 600 პირველი ეტაპის ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 199 340 ლარი — დამატებითი დაფინანსების ფარგლებში.
ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები
ღონისძიებები, რომლებიც უკვე ჩატარდა
- მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაიხსნა;
- თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხული ბენეფიციარებისთვის მოეწყო ფილმების ჩვენება, რომლებიც ეხებოდა ეკლესიასა და პატრიარქს;
- ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა თანამედროვე ოსტატების ნამუშევრები და ჩატარდა ლექცია "ღვთისმშობლის სახე ქართულ-ხალხურ შემოქმედებაში";
- ამავე მუზეუმში ჩატარდა ქართული საეკლესიო საგალობლების საღამო "ღვთისმშობლის საგალობლები";
- ნიკო ნიკოლაძის მუზეუმში გაიმართა ლიტერატურული საღამო სამტრედიის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით და ჩატარდა ესეების კონკურსი "დედავ, ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია";
- ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში გამოიფინა საეკლესიო ნივთები. ასევე, გაიმართა ფოტოგამოფენა "შეჩერებული წამი";
- ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ლექცია და დროებითი გამოფენა "ღვთისმშობლის სახეები ქართულ ლიტერატურაში";
- ებრაულ-ქართულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გაიმართა ლექცია "საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ქრისტესა და ღვთისმშობლის კვართის სავანე და ქართველი ებრაელები" და ჩატარდა ლიტერატურული საღამო "ღვთისმშობლის სახე ქართულ პოეზიაში";
- საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა შეხვედრა მწერლებთან და საჯარო ლექცია თემაზე: "ღვთისმშობლის სახე XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში";
- ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ყვარელში გაიმართა კონფერენცია "ღვთისმშობელი და მისი წილხვედრი საქართველო";
- გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: "ქრისტიანული რელიგიის როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში";
- თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა გამოფენა "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამბიონი";
- იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა ლექცია "საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა";
- დადიანების სასახლეში გაიმართა ლექცია "საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა"და ინტერნეტსივრცეში განთავსდა ინფორმაცია ღვთისმშობლის კვართის საქართველოში ჩამოტანის ისტორიის შესახებ;
- სტალინის სახლ-მუზეუმში გაიმართა საჯარო ლექცია "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო — წარსული და აწმყო. ასევე, ჩატარდა გამოფენა "გორისა და ატენის ეპარქიის აღმშენებლობის ოცი ათეული წელი";
- გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით გაიმართა დისკუსია "ღირს არს ჭეშმარიტად" და დისკუსიის შემდეგ გაიმართა დოკუმენტური ფილმის პრემიერა "ღირს არს ჭეშმარიტად";
- მირზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება "დღე სულიერად ამაღლებისა";
- გამოიფინა თბილისის ხელოვნების მე-12 სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები რელიგიურ თემაზე, მუსიკალური კომპოზიცია "დედა ღვთისმშობელი".
ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდება
- საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, 12-დან 14 მაისის ჩათვლით იმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას;
- 13 მაისიდან 19 მაისი ჩათვლით ეროვნული არქივის პავილიონში გამოიფინება რელიგიური შინაარსის ისტორიული საბუთები და დოკუმენტები, მათ შორის ავტოკეფალიის აღდგენისა და ღვთისმშობელთან დაკავშირებული მასალა;
- 14 მაისიდან 19 მაისი ჩათვლით ეროვნული არქივი თავის კინოდარბაზს დაუთმობს იმ ფილმების ჩვენებას, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან იქნება მიწოდებული;
- კვირაში ერთხელ 12 მაისიდან ივლისის ჩათვლით საელჩოებსა და დიასპორულ ორგანიზაციებში გაიმართება შემდეგი ფილმების ჩვენება: "ანდრია პირველწოდებული", "ექვთიმე ღვთისკაცი", სიმონიკა დადიანის დაბრუნება. ასევე აჩვენებენ ანიმაციურ ფილმს "ივერიის ღვთისმშობლის ხატი";
- 13 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემატიკაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოეწყობა გამოფენები;
- 12 მაისიდან ივლისის ბოლომდე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებული ბროშურების გადასაცემად დაიბეჭდება 24 300 ლარის ოდენობის 50 000 ბროშურა და 7 020 ლარის ღირებულების 50 000 ხატი;
- მაისიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თბილისსა და რეგიონებში მოეწყობა ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციების გამოფენა, მათ შორისაა "საქართველო — ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და წმინდანი ქალების როლი";
- ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი გამართავს კონფერენციას: ქრისტიანობა და მედიცინა;
- პირველი ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით პოეზიის მეგობართა კლუბი კავშირი განახორციელებს პროექტს "ცოცხალი წიგნები". ქალი ავტორები ლიტერატურულ კითხვას გამართავენ წმინდა ნინოს გზაზე. შეხვედრები გაიმართება ჯავახეთიდან მცხეთის მიმართულებით და მცხეთიდან წობენი-ფშავი-კახეთის მიმართულებით, რაც დაემთხვევა წმინდა ნინოს სამისიონერო გზას;
- მთელი წლის განმავლობაში მაისიდან დეკემბრის ჩათვლით საპატრიარქოს უნივერსიტეტი განახორციელებს პროექტს "ქართული მიწაც ზეცაა".
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის, 12 მაისის დასვენების დღედ გამოცხადებას საქართველოს პარლამენტმა მხარი რამდენიმე დღის წინ დაუჭირა. ამავე დროს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღის გამო 12 მაისი უკვე იყო უქმე დღე.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები