ე.წ. ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ე.წ. ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
კანონპროექტი
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს 226¹ მუხლი ემატება, რომელიც დავის უკანონოდ გადაწყვეტის შეკრებას დაარეგულირებს.
ამ მუხლის მიხედვით, წინასწარი შეცნობით ე.წ. ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობა დაისჯება
- ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე;
- შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე;
- თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;
- იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ე.წ. ქუჩურ გარჩევას თან უნდა ახლდეს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა.
მონაწილეობასთან ერთად დაისჯება ე.წ. ქუჩური გარჩევების ორგანიზება. ამ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია:
ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე;
- შინაპატიმრობა ვადით სამ წლამდე;
- თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე;
- იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
- ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით;
- არაერთგზის — ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე; თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით.
სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება ე.წ. ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობაზე, დაისჯება:
- ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე;
- თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;
- იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამავე კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდება ის კანონდამრღვევი, რომელიც ამის თაობაზე ნებაყოფლობით განაცხადებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოში, ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები