თუ ფინალური სეზონის მეექვსე სერია ჯერ არ გინახავთ, ამ სტატიას ფრთხილად და ფეხაკრეფით გაეცალეთ

ფოტო: HBO

ყველა თეორია, ყველა მოლოდინი და სურვილი, რომელიც Game Of Thrones-ის ფანებს ოდესმე ჰქონდათ უგულებელყოფილია! ყველა პერსონაჟი, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა და იმედს ქმნიდა, რომ ბოლო ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა, განადგურებულია.

მეექვსე სერია შესანიშნავი ვიზუალური ეფექტებით, თუმცა უშინაარსო სისხლისღვრით იყო სავსე. შედეგად, ბოლო სერიის ტრეილერში მხოლოდ ფერფლისგან დაფარულ ქალაქსა და მის "გამარჯვებულ" მმართველს ვხედავთ.

ეს ტრეილერი არაფერზე გვაძლევს მინიშნებას იმის გარდა, რომ გაბოროტებული დეინერისი გადამწვარ ქალაქში გადედოფლებას ზეიმობს, ტირიონი და არია კი მისით იმედგაცრუებული არიან. არსად ჩანს რკინის ტახტი, რომლის გამოც ყველაფერი მოხდა.

ბოლო სერიამ იმაზე გაცილებით მეტი უპასუხო კითხვა დატოვა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ფანების არმია ახლა მართლა არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ გახდება შვიდი სამეფოს მეფე.

Game Of Thrones-ის ფინალური სერია ორშაბათს, 19 მაისს გამოვა.