თბილისში ძლიერი სეტყვის შედეგად ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ შეტყობინებები ძირითადად დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევისა და სანზონის რაიონებიდან მიიღეს.

მათივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.