სოფი ტერნერი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია. GOT-ში შესრულებული სანსა სტარკის როლმა ის ნამდვილ ვარსკვლავად აქცია და მისი პირადი, თუ კარიერული სიახლეებიც რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს.

იმის მიღმა, რასაც სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები ახალგაზრდა მსახიობზე წერენ კი არსებობს სოფის ინსტაგრამ გვერდიც, რომელიც არამხოლოდ მისმა ფანებმა, არამედ იმათაც უნდა მოინახულოთ, ვისაც გაუგებარია რატომ, მაგრამ ტერნერი სულაც არ გეხატებათ გულზე.

აი, 12 მიზეზი, რის გამოც სოფი ტერნერს ინსტაგრამზე თვალს უნდა ადევნებდეთ:

1. ხშირად გვახსენებს, თუ რას ნიშნავს იყო "მოდური"

2. იცის რაც უნდა ქნას, როცა ხალხით გადაჭედილ მოედანზეა და ყველა კამერა მისკენაა მომართული

3. სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონის პრემიერამდე აღიარა, რომ გადასაღებ მოედანზე ხშირად ჩასძინებია

4. სულაც არ ერიდება ჩაეხუტოს ჯოფრი ბარათეონს (!), როცა მისი ქმარიც იქვეა

5. დიდ დროს ატარებს თავის შვილობილთან ერთად

6. ხშირად მაიმუნობს და ნამდვილი მაიმუნივით ცოცვაც კარგად გამოსდის

7. არანაკლებ კარგად ცეკვავს, ვიდრე ბრიტნი სპირსი

8. არ მალავს, რომ რაიან გოსლინგის დანახვა სიგიჟემდე უხარია

9. ბიუსტებთან მეგობრობს

10. შეუძლია იყოს ძალიან სერიოზული და ლამაზი

11. ამავდროულად, მხიარული და საყვარელია

12. გიჟდება შინაურ ცხოველებზე