ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შსს-ს ცნობით, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. უწყების ინფორმაციითვე, ოპელისა და მერსედესის მარკის მანქანები შეეჯახნენ ერთმანეთს. დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე ამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.