ყოფილი პირველი ლედი და მსახიობი მაკა ჩიჩუა სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში ითამაშებს. 10 მაისის პრომოდან ჩანს, რომ იგი ჟურნალის მფლობელის, დადუკა დადვანის როლს შეასრულებს. პრომოდან ირკვევა ისიც, რომ ბაქარი დადუკა დადვანს ლეკას ფოტოს დაბეჭდვას სთხოვს ჟურნალის გარეკანზე, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას სთავაზობს. მაკა ჩიჩუას მონაწილეობით სერია დღეს, 11 მაისს გავა ეთერში.