რომანები სიყვარულზე — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერიას ორი ახალი წიგნი შეემატება
დროისა და გარემოს ცვლილებასთან ერთად, იცვლება სიყვარულის მიმართ დამოკიდებულებაც. 21-ე საუკუნის მკითხველისთვის, კლასიკურ რომანთან ერთად, განსაკუთრებით საინტერესო სწორედ თანამედროვე სიყვარულის ისტორიებია, რომელთაც დღესდღეობით არსებული პრობლემები სდევს თან.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2018 წელს წიგნების ახალი სერია, რომანები სიყვარულზე დააანონსა, რომელიც თანამედროვე სასიყვარულო რომანებს აერთიანებს. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის სერიის ფარგლებში გამოცემულ 3 წიგნს 2 ახალი თარგმანი შეემატება.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.
მოკვდი, სიყვარულო
მთარგმნელი: თამარ ლეჟავა
თანამედროვე არგენტინელი მწერლის არიანა ჰარვიცის რომანი მოკვდი, სიყვარულო საფრანგეთის პატარა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის სულიერ დრამაზე გვიყვება. ავტორი შეულამაზებლად და ხშირად მეტისმეტი პირდაპირობითაც კი მოგვითხრობს ქალის მცდელობაზე, შექმნას იდეალური ოჯახური ცხოვრება, მაშინ როდესაც ბობოქარი ემოციები საწინააღმდეგო მხარეს ექაჩებიან.
დედობა, ქალურობა, სიყვარულის ბანალურობა, ლტოლვა, ოჯახსა და ქმარზე დამოკიდებულება - ეს ყველაფერი ყოველდღიურობასთან ერთად მძიმე ტვირთად აწევს ახალგაზრდა ქალს და სიგიჟის ზღვარზე მის კიდევ უფრო ბნელ ფიქრებს აშიშვლებს.
არიანა ჰარვიცი ქალის ამბავს "ცნობიერების ნაკადის" მეშვეობით გადმოგვცემს და მკითხველს მთავარი გმირის კლაუსტროფობიურ, სტერილურ გარემოში აქცევს, გარემოში, რომელიც დაცლილია ადამიანებისა თუ ადგილების აღმნიშვნელი სახელებისგან და ყურადღების ცენტრში მხოლოდ მთავარი პერსონაჟის ემოციები და სულიერი მდგომარეობაა.
პროექტი „როუზი“
მთარგმნელი: მზია ლაპიაშვილი
ავსტრალიელი დრამატურგისა და პროზაიკოსის, გრემ სიმსიონის წიგნის, პროექტი "როუზის" მთავარი პერსონაჟი 39 წლის მომხიბვლელი პროფესორი, გენეტიკოსი დონ ტილმანია, რომელსაც იმდენად ცოტა მეგობარი ჰყავს, მათი ჩამოთვლა ერთ ხელზე შეუძლია, სოციალურ ურთიერთობებში გამოჩენილი სირთულეები კი კიდევ უფრო აშორებს გარესამყაროსთან. ტილმანს სჯერა, რომ ყველა ადამიანი დაქორწინების მერე უფრო ბედნიერია და ამიტომ ახალ პროექტს იწყებს, რომლის შედეგადაც იდეალური ცოლი რამდენიმეგვერდიანი კითხვარის მეშვეობით უნდა იპოვოს.
დონის მონდომების საპირწონედ მის ცხოვრებაში ჩნდება როუზი - ქალი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რასაც დონი იდეალური ცოლისგან ელის. როუზს, ლაღი თხრობის სტილი, ტრაგიკომიკური ეპიზოდები და ნაწილობრივ დეტექტიური სიუჟეტი სწორედ ისაა, რაც სიმსიონის რომანს უსაშველოდ მომხიბლავს ხდის მკითხველისთვის. რაც მთავარია, წიგნი ყველას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სიყვარული ვერასდროს დაემორჩილება ლოგიკურ ფორმულებს და ხშირად ყველაზე უცნაურ ადგილებში უცნაური ფორმით მოგვევლინება ხოლმე.
ქვიან სანაპიროზე
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსის, იენ მაკიუენის 2007 წელს დაწერილი რომანი ქვიან სანაპიროზე, მცირე ზომის მიუხედავად, ბუკერის პრემიის ფინალისტთა სიაში მოხვდა. მონანიებისა და ცემენტის ბაღის ავტორი სექსუალური ლტოლვის, შიშების, გაუთქმელი საიდუმლოებისა და რომანტიკული ფანტაზიების შესახებ მოგვითხრობს.
მოქმედება XX საუკუნის ადრეულ 60-იან წლებში ვითარდება. ახალდაქორწინებული წყვილი, ედუარდი და ფლორენსი, თაფლობის თვის გასატარებლად დორსეტში, ცნობილ ქვიან სანაპიროზე – ჩეზი-ბიჩზე – მიემგზავრება. შეუღლების მოლოდინი ორივეს განსხვავებულად აშფოთებს. ამბავი პერსონაჟების ქორწინების პირველ დღეს იწყება და იქნებ იმავე ღამეს ტრაგიკულადაც დასრულდეს...
რომანმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში და მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე. 2018 წელს კი ეკრანებზე ამავე სახელწოდების ფილმიც გამოვიდა.
ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი
მთარგმნელი: ეკა მაჩიტიძე
ამერიკელი მწერლის, კარენ ჯოი ფაულერის ბესტსელერი – ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი მოგვითხრობს ქალების შესახებ, რომლებიც ერთმანეთს არაფრით ჰგვანან, თუმცა წიგნებით, უფრო ზუსტად კი ერთი კონკრეტული ავტორის ნაწარმოებებით გატაცება ლიტერატურულ კლუბში მათი გაერთიანების წინაპირობა ხდება.
ეს კლუბი წიგნის ექვსი პერსონაჟისთვის ერთგვარი თავშესაფარია, სადაც თითოეული მათგანი საკუთარი განცდების გაანალიზებას და მათთან გამკლავებას ცდილობს.
ქალებთან ერთად ლიტერატურულ საღამოებს მამაკაციც ესწრება, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკა იზიდავს, თუმცა ოსტინის რომანების საუკეთესო ბიბლიოთეკა სწორედ მას აქვს...
სიყვარული, ქორწინება და განქორწინება, შვილები და მშობლები... ფაულერის ეს არცთუ სქელტანიანი წიგნი ყველაფერს უყრის თავს. 2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბის მიხედვით გადაღებული რომანტიკული დრამა.
შენი სახელი დამიძახე
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
ანდრე ასიმანის შენი სახელი დამიძახე განსაკუთრებული და დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. რომანის სიუჟეტი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. 17 წლის ელიო ზაფხულში მის მშობლებთან ექვსი კვირით ჩასულ ამერიკელ სტუდენტს, 24 წლის ოლივერს გაიცნობს. სწორედ აქ იწყება მათი დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავალი. ავტორი სენტიმენტალიზმისგან დაცლილი თხრობის მანერითა და გამორჩეული გულახდილობით გვიყვება ადამიანური ვნების ისტორიას.
ანდრე ასიმანი ეგვიპტური წარმომავლობის ამერიკელი მწერალი, ესეისტი და კრიტიკოსია. 2017 წელს კინოეკრანებზე მისი ყველაზე გახმაურებული რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, შენი სახელი დამიძახე გამოჩნდა. ეკრანიზაციამ უამრავი საერთაშორისო პრიზი დაიმსახურა, მათ შორის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო – ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები