არ ველოდები დაკავებას - მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე შევიდა
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. შესვლამდე მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავების მოლოდინი არ აქვს, რადან დანაშაული არ ჩაუდენია და არც დანაშაულის მცდელობა ყოფილა.
"დასაკავებელი ამათი რამდენიმე ადამიანი ზის ჩემზე წინ, ვისაც დაუშავებია ჩემს წინაშე, ერის და მთელი საქართველოს, მთელი ქისტი მოსახლეობის წინაშე. პირსისხლიანი, სისხლში გასვრილი ხელებით აქ სხედან", - განაცხადა მან.
მაჩალიკაშვილმა არ უარყო, მაგრამ არც დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისი ძმიშვილი მორის მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა სოფელ მაჩხაანში, სადაც ჩანაწერის მიხედვით სავარაუდო ტერაქტი იგეგმებოდა. მისი თქმით, ამის შესახებ მაშინ ისაუბრებს, როცა კადრებს ნახავს.
"თუ იცოდნენ ჩასულები იყვნენ, თუ იცოდნენ გეგმავდნენ, მაშინ იქამდე სად იყვნენ ორი თვის განმავლობაში. მცდელობა თუ იყო სად იყვნენ? თუ ვგეგმავდით მაშინ იმ ფაქტს დალოდებოდნენ, რომ ფაქტზე დაეჭირათ", - განაცხადა მან.
მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავონ. თუმცა, მისი თქმით, იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაზეც მას აქვს ინფორმაცია მაჩალიკაშვილის დაკავება მოსალოდნელი არ არის.
კუბლაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე მაჩალიკაშვილის დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სურთ. მან განმარტა, რომ კანონი ამ ფორმით მხოლოდ მხარის დაკითხვის უფლებას იძლევა, მაჩალიკაშვილი კი ჯერ მოწმეა და მას ბრალი წაყენებული არ აქვს. მისი თქმით, ბრალის წაყენების შემთხვევაში ამ ფორმატით დაკითხვას მოითხოვენ, რადგან მეტად გამჭვირვალე პროცესია.
ფარული ჩანაწერი სავარაუდო ტერაქტზე
7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. უწყება ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აპირებდა.
მოდულის შენობაში დაკითხვაზე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილის, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. უწყებამ მათი საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა.
მაჩალიკაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ამით მისი ოჯახის განადგურებას ცდილობენ. ის ამბობს, რომ კარავში რჩება, ბრძოლას გააგრძელებს და თუ დამნაშავეა, მზადაა დააკავონ.
"თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა?" — აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ამავე თემაზე:
- გოგაშვილი: ზოგიერთი პოლიტიკოსი, არასამთავრობო და ვითომ ჟურნალისტი მაჩალიკაშვილს დანაშაულისთვის ამზადებდა
- პროკურატურა: მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის მტკიცებულებებს ვაფასებთ
- ადვოკატი: მაჩალიკაშვილების დაკავების საფუძველი არ არსებობს
- ყველაფერს აკეთებენ, რომ გამანადგურონ — მალხაზ მაჩალიკაშვილი
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები