პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ახალი მოადგილე ეყოლება, რომელიც ინვესტიციების მოზიდვასა და ინვესტორებთან ურთიერთობებზე იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ეს მოადგილე ამავე დროს პასუხისმგებელი იქნება კოორდინაციაზე სხცა უწყებებთან, ვინაიდან ინვესტორებს ურთიერთობა უწევთ არა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროთან, არამედ სხვა უწყებებთანაც. ბუნებრივია, ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და შეიქმნება ერთი ფანჯრის პრინციპი, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისგემებლი ინვესტორებთან ურთიერთობაზე", — თქვა ბახტაძემ.