იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მონაცემებს, მათ შორის პასპორტების შესახებ, ინტენსიურად გაცვლიან. წულუკიანისა და კისტოფ კასტანერის შეხვედრა დღეს გაიმართა.

"[ამის მიზანია] საფრანგეთის მთავრობამ შეძლოს ინფორმაციის მიღება, ხომ არ აქვს საქართველოს მოქალაქეს გვარი შეცვლილი, ან ხომ არ ჩაუდენია კანონდარღვევა შენგენის სივრცეში. შევთანხმდით, რომ დანაშაულის პრევენციის მიზნით უფრო მკაფიო და მკაცრი ნორმები არსებობდეს, როცა საქმე ეხება პრობაციონერთა გამგზავრებას ევროპაში", — თქვა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს საფრანგეთის შს სამინისტროსთან იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ შეექმნას.