ალადინის ეკრანიზაციისთვის დისნეიმ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის, A Whole New World-ის ახალი ვერსია ჩაწერა. მას ინგლისელი მუსიკოსი ზეინ მალიკი და ამერიკელი მომღერალი ჟევაია ვარდი ასრულებენ.

სიმღრა ალან მენკენმა ალადინის 1992 წლის ანიმაციისთვის დაწერა და მის ორიგინალ ვერსიას ბრედ კეინი და ლეა სალონგა ასრულებენ. კომპოზიციამ ოსკარი და გრემი მოიპოვა.

ფილმში მთავარ როლებს უილ სმიტი (ჯინი), ნაომი სკოტი (ჟასმინი) და მენა მასუდა (ალადინი) ასრულებენ. თუ ვიდეოებითა და ტრეილერით ვიმსჯელებთ, ფილმი საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება. გამდიდრებული მუსიკალური ნომრებითა და რაღა თქმა უნდა დიდებული სპეცეფექტებით.

ალადინი დიდ ეკრანებზე 24 მაისს გამოდის.