შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1 პირი დაკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოლს ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებულის დაკავებისას დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათი თქმით, ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის საქმეზე საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.