ყველაზე მეტად ხარჯების ბუმი გამოწვეულია ამერიკასა და ჩინეთს შორის დაპირისპირებით, აზიაში უპირატესობის მოსაპოვებლად. დავიწყოთ ამერიკით. 2018 წელს, ამერიკამ საკუთარი თავდაცვის უკვე ისედაც გიგანტური ბიუჯეტი, პირველად შვიდი წლის მანძილზე, გაზარდა, რითაც დაასრულა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა, რომელიც კონგრესის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე თავს იყო მოხვეული. ეს ზრდა ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ იდეას, როგორც "ზესახელმწიფოების შეჯიბრი" რუსეთთან და ჩინეთთან, რაც უფრო მოდური, ძვირადღირებული იარაღის ქონას გულისხმობს და არა - არადამაჯერებელ, პარტიზანულ ომებს, რომელსაც ამერიკა 2001 წლიდან აწარმოებს.

ამერიკის სამხედრო ხარჯებს ბადალი არ ჰყავს. ამ სახელმწიფოს 149 მილიარდიანი სამხედრო ხარჯი (2017 წლის აშშ დოლარის ფასეულობით), თითქმის უტოლდებოდა რვა ქვეყნის გაერთიანებულ თავდაცვის ბიუჯეტს, როგორც SIPRI აცხადებს. თუმცა, პენტაგონმა ესეც არ იკმარა. უწყებამ 716 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო ამ წელს (დოლარის წლევანდელი კურსით,) და იმედოვნებს, რომ 2020 წელს 750 მილიარდამდა გაიზრდება მისი დაფინანსება. ეს წლიური საბიუჯეტო ზრდა კი აღემატება ნატოს წევრი თითქმის ყველა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს. ეს თანხა მოიცავს დაახლოებით 10 მილიარდ აშშ დოლარს კიბერ ოპერაციებისათვის, რაც ყოველწლიურად 10%-ით იზრდება, 14 მილიარდ აშშ დოლარს კოსმოსური ოპერაციებისათვის, რაც 15%-იანი ზრდაა წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით და ყველაზე დიდი ზრდას გემთმშენებლობაში, რაც კი 20 წლის მანძილზე განხორციელდა.

ამ მხრივ გაცილებით ჩამორჩება ჩინეთი. ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი, ამერიკის სამხედრო ბიუჯეტის მეოთხედსა და ორ მეხუთედს შორის მერყეობს (ექსპერტთა განცხადებით, ზუსტი ციფრი არ არსებობს, რადგან ჩინეთის ხარჯები ძალზედ გაუმჭვირვალეა). ჩინეთი არც სამხედრო ხარჯს ზრდის 10%-ით, როგორც ეს 2006-2016 წლებში მოხდა. თუმცა ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 25 წლის მანძილზე, რითაც აბსოლუტურად შეცვალა ძალთა ბალანსი აზიაში.

2009-2018 წლებს შორის, ამერიკის თავდაცვის ხარჯები 17%-ით შემცირდა რეალობაში, მაშინ, როდესაც ჩინეთის ხარჯები 83%-ით გაიზარდა - განსაკუთრებით კი პრეზიდენტ სი ძინპინის მმართველობის დროს, რითაც ქვეყანამ ყველა სხვა სუპერ სახელმწიფოს გაუსწრო.

"არასოდეს, არც ერთი ლიდერი ახლოსაც კი არ მისულა იმ დონესთან, ჩინეთის სამხედრო განვითარების ისტორიაში, როგორც ეს [პრეზიდენტ] სის დროს ხდება", - აღნიშნავს ენდრიუ ერიქსონი, აშშ-ის საზღვაო სამხედრო კოლეჯის პროფესორი.

ამ ზრდის განსაკუთრებული ბენეფიციარი ჩინეთის საზღვაო ძალებია. 2014-2018 წლებს შორის, ჩინეთის მიერ ჩაშვებული სამხედრო გემების ჯამური ტონაჟი ინდოეთის ან საფრანგეთის საზღვაო ძალებს აღემატება, აღნიშნავს კიდევ ერთი კვლევითი ორგანიზაცია IISS. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის სამხედრო ხარჯები, მშპ-ის პროპორციებით, კვლავ მცირეა დანარჩენ ხუთ ტოპ სახელმწიფოსთან შედარებით: ეს ციფრი 1,9%-ს შეადგენს, ამერიკის 3,2%-თან შედარებით. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, გეოპოლიტიკური განწყობიდან გამომდინარე.

სამხედრო რეფორმები, რომელიც პრეზიდენტმა სიმ 2015 წელს დაიწყო, მოიცავდა როგორც არმიის შეთხელებას, ასევე სარდლობის სტრუქტურის ამერიკული მოდელის მიხედვით რეორგანიზებას, რამაც შესაძლოა ჩინური იუანის გაუფასურებაც გამოიწვია.

ამის საპასუხოდ, ჩინეთის რეგიონალურმა მოწინააღმდეგეებმაც დაიწყეს ხარჯების გაზრდა. მაგალითად, ინდოეთმა ყველა ევროპულ სახელმწიფოს გადაუსწრო დანარხარჯებით. სამხრეთ კორეამ 2018 წელს 2005 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა განახორციელა. და იაპონიის დანახარჯები კი შემდეგი 5 წლის მანძილზე მუდმივ ზრდაზეა მიმართული, განსაკუთრებით, ისეთი იარაღის შეძენით, რაც ძველ ტაბუებს ანგრევს. ჯამში, აზიის სამხედრო დანახარჯები ამ მიმართულებით მსოფლიო ხარჯების 28%-ს შეადგენს, რაც 1988 წელს მხოლოდ 9%-ს წარმოადგენდა.

ამასობაში, ევროპაში დაიწყო ცივი ომის შემდგომი შეიარაღების განახლება. 2018 წელს ნატოს ევროპელმა პარტნიორებმა საკუთარი სამხედრო ხარჯები 4,2%-ით გაზარდეს რეალურ დროში, რასაც IISS ადასტურებს. პოლონეთმა, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მეზობელ რუსეთს, საკუთარ სამხედრო ბიუჯეტი 8,9%-ით გაზარდა.

ევროპული დანახარჯები რომ გავაერთიანოთ, კონტინენტი მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნებოდა სამხედრო ძალებით და რუსეთს უკან ჩამოიტოვებდა. პრაქტიკულად კი, ევროპის დუბლირებული, ერთმანეთთან შეუთავსებელი იარაღი (მაგ. ევროპელები იყენებენ ტანკის 17 მოდელს, მაშინ როდესაც ამერიკა მხოლოდ ერთს) და მნიშვნელოვან სფეროებში ამერიკაზე დაყრდნობა, (როგორებიცაა სამხედრო ნაწილების გადაყვანა და სამხედრო თვითმფრინავებში საწვავის ჩასხმა,) ნიშნავს, რომ ევროპელების სამხედრო ძალები ძალზედ შორს არიან ერთიანობისაგან.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში იარაღის შეძენაზე ზრდა არ ხდება. სამხედრო ხარჯების ნაწილი აფრიკის კონტინენტზე მეოთხე წელია მცირდება, 8,4%-ით, რაც SIPRI-ის მონაცემებით, ძირითადად, ანგოლას, ალჟირისა და სუდანის ხარჯზე ხდება. ამ უკანასკნელ ორ სახელმწიფოში კი ზეწოლა, რომ სამხედროებმა სამოქალაქო პირებს გადასცენ ძალაუფლება სამხედრო ბიუჯეტის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც შეიარაღებისადმი გაციების ტენდენცია შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ SIPRI-ს დასავლური სამხედრო კომპანიების ორი ყველაზე დიდი შემსყიდველის, ყატარისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების და ომისაგან დანაწევრებული იემენისა და სირიის მონაცემები არ აქვს, რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში 2018 წელს სამხედრო ხარჯები 1,9%-ით შემცირდა.

ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. საუდის არაბეთი, რეგიონის ყველაზე დიდი მოთამაშე, რომლის სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ის 8,8%-ს შეადგენს, 9,1%-მდე გაზრდის საკუთარ დანახარჯებს ამ მიმართულებით. ირანი კი, საუდის არაბეთის მოწინააღმდეგე, თავის მხრივ დიდ შემცირებას გეგმავს. მიუხედავად ამისა, ირანის ისლამური რევოლუციური ჯარების კორპუსი, რომელიც ბოლო პერიოდში სირიაში ყველაზე მნიშვნელოვან საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩართული, ზრდას განიცდის ისევე, როგორც ირანის დაზვერვის სამინისტრო, რომელიც საზღვარგარეთ დისიდენტების გამოვლენაზეა მიმართული.

ყველაზე საინტერესო სურათი კი, რუსეთშია. "თვლა იციან?" - ჯერ კიდევ თებერვალში იკითხა პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარი დასავლელი მოწინააღმდეგეების შესაძლებლობების შესახებ.

"დარწმუნებული ვარ, იციან. ხოდა დაითვალონ ტემპები და ის ნაირსახეობები, რომლებსაც ჩვენ საბრძოლო იარაღის სისტემებში ვანვითარებთ", - დაამატა მან.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალი იარაღის დემონსტრირებისას თეატრალური წარმოდგენების მსგავსი დადგმები ხდება, SIPRI-ის გამოთვლებით, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი 2018 წელს 3,5%-ით შემცირდა, რამაც რუსეთი ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად ჩამოაშორა ქვეყნების ტოპ ხუთეულს. ეს, სავარაუდოდ, რუბლის გაუფასურებასთან არის კავშირში. მაგრამ რუსეთის დიდი სამხედრო ხარჯები, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს, შემცირებისაკენ მიექანება. ეს რეალობა კი ბატონი პუტინისათვის გამოსაფხიზლებელი უნდა გახდეს.

თარგმანი: ჯული გიორგაძე, იზნეს კომუნიკაციის სივრცე