22 წლის შემდეგ ტიტანიკის რეკორდი, როგორც იქნა, მოხსნილია. Avengers: Endgame-მა, რომელმაც 2 მილიარდის მობილიზება ყველაზე მცირე დროში, პრემიერიდან 2 კვირა-ნახევარში შეძლო, შემოსავლებით ტიტანიკს გადაუსწრო.

ტიტანიკის რეჟისორმა მარველსა და მის პრეზიდენტს, კევინ ფეიჯს ტვიტერზე მიულოცა და არც ხუმრობა დაინანა. შესაძლოა, ეს სიმშვიდე იმით იყოს განპირობებული, რომ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის ტიტული ჯერაც კამერონის სხვა სურათს, ავატარს ეკუთვნის. მოხსნის თუ არა შურისმაძიებლების სერიის ბოლო ფილმი ამ რეკორდსაც - დრო გვიჩვენებს. ავატარის შემოსავლები $2,78 მილიარდს აღწევს.

"რეალური ტიტანიკი აისბერგმა ჩაძირა. ჩემი ტიტანიკის ჩაძირვას კი შურისმაძიებლები დასჭირდა. Lightstorm Entertainment-ში ყველა გილოცავთ ამ საოცარ მიღწევას. თქვენ გვაჩვენეთ, რომ კინოინდუსტრია არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ განვითარების პიკშია", - ნათქვამია ტვიტში.

თუმცა, არსებობს ერთი მაგრამ: თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ, ტიტანიკი კვლავაც Endgame-ზე წინაა.

ამავე თემაზე: