ინგლისის ყოფილ კაპიტანს, დევიდ ბექჰემს მანქანის მართვა ექვსი თვით აეკრძალა. ფეხბურთელი 21 ნოემბერს ბენტლით გადაადგილდებოდა ცენტრალურ ლონდონში, როცა საჭესთან მობილურით ხელში დააფიქსირეს.

ბექჰემი ექვსი ქულით დაჯარიმდა, რაც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაკლებულ ექვს ქულას დაემატა და შედეგად მას, მართვის აკრძალვასთან ერთად, ჯარიმად £750 დაეკისრა.

44 წლის სპორტსმენის თქმით, შემთხვევის დროს მანქანები ძალიან ნელა მოძრაობდნენ, თუმცა მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს "გასამართლებელი" საბუთი არაა.

წინა შემთხვევაში ბექჰემი 60 კმ/სთ შეზღუდვის ზონაში 100 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა.