ხაშურში, რკინიგზის დასახლებაში შუახნის ქალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ფაქტი დღეს, 9 მაისს დღის მეორე ნახევარში მოხდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი შვილმა საკუთარ სახლში იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.