გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მის მეტოქეს ქართული ოცნებიდან, გეგა შენგელიას კანდიდატს ღია სივრცეში, განმუხურის გაჩერებულ ამფითეატრში დებატებს სთავაზობს. ამის შესახებ რულოვსი ვიდეორგოლში ამბობს, რომელიც მისივე ფეისბუქგვერდზე გავრცელდა:

"აქ, განმუხურის გაჩერებულ ამფითეატრში, სადაც დისკუსიაში ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ზუგდიდელები, გამოთქვამენ თავის წუხილებს და, სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა".

გეგა შენგელიამ სანდრა რულოვსი 7 მაისს გამოიწვია დებატებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამის შესახებ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში განაცხადა.